„არა სიძულვილს“ – ახალგაზრდებს ტრენინგი ჩაუტარდათ

0

10874049_707089816072430_2029080549_o (1)ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში დღეს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით სემინარი ჩატარდა, რომელსაც მოსწავლე-ახალგაზრდები ესწრებოდნენ. ტრენერმა გუბაზ კობერიძემ ისაუბრა ზოგადად ადამიანის უფლებებზე და სიძულვილის თემაზე, შეხვედრების ინიციატორი ევროპული საბჭოა. მსგავსი სახის სემინარი საქართველოს 20 მუნიციპალიტეტში ჩატარდება.

„საინტერესო შეხვედრა იყო, ტრენერი გვესაუბრა ადამიანის უფლებებზე, სიძულვილის ენაზე, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად ვიცით ჩვენი უფლებები, ბევრი რამ ვისწავლეთ, კარგი იქნება მსგავს თემებზე ხშირად თუ ჩაგვიტარდება სემინარი“. –აღნიშნა სტუდენტმა ლაშა ჟღენტმა.


Share.

Comments are closed.