„საბაობა 2014″ დაიწყო

0

10748824_672896589491753_789612712_nსახალხო დღესასწაული „საბაობა“ წელს მაშტაბურად აღნიშნება. სულხან-საბა ორბელიანის იუბილისადმი მიძღვნილი კვირეული დღეს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. კვირეულში მონაწილე მოსწავლეებმა საბას მემორიალი ყვავილებით შეამკეს, შემდეგ კი ცენტრალურ ქუჩაზე მსვლელობა მოაწყვეს, მოსახლეობას საინფორმაციო ფლაერები დაურიგეს, რისი საშუალებითაც მათ საბაობის კვირეულის დაწყება ამცნეს.

„საბაობა 2014“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის  კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა  სამსახურის, კერძო სკოლა „დავითიანის“ ხელმძღვანელის მარინა გორშკოვას, კულტურის სახლთან არსებული საბავშვო თეატრის „საზღაპრეთი 2“-ის ხელმძღვანელის იზო ნიავაძისა და კულტურის სახლის ორგანიზატორობით ეწყობა. კვირეულში მონაწილეობას ღებულობენ: ბოლნისის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი, ჭადრაკის სკოლა „ნონა“, კერძო სკოლა „დავითიანი“, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სასულიერო სკოლა, დაბა კაზრეთის №1, ბოლნისის მუნიციპალიტეტის №3 და №5 საჯარო სკოლები.

კვირეულის ფარგლებში ყოველ დღე საინფორმაციო თუ შემეცნებითი სახის ღონისძიებები გაიმართება, რომლის მიმდინარეობასაც სპეციალურად შერჩეული ჟიური დააკვირდება. კვირეულს კონკურსის სახე აქვს, რომელიც 7 ნოემბერს მონაწილეების დაჯილდოებით დასრულდება.

10743570_672896856158393_175508762_n 10748627_672896479491764_994518664_n 10755000_672896979491714_519241990_n 10608910_672896642825081_1453428183_n 10479734_672896536158425_145944930_n


Share.

Comments are closed.