1,8 მილიარდი მოზარდი და ახალგაზრდა – პოტენციალი მომავლის ტრანსფორმაციისათვის

0

UNFPA_logo(2014 წლის ანგარიში მსოფლიოს მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ)

2014 წლის 18 ნოემბერს, 13.30 სთ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძეგამართავენ პრესკონფერენციას მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ 2014 წლის გლობალური ანგარიშის წარსადგენად, რომელიც წელს ახალგაზრდების თემას ეძღვნება: „1,8 მილიარდი მოზარდი და ახალგაზრდა  -პოტენციალი მომავლის ტრანსფორმაციისათვის”.(მისამართი: თბილისი,  ჭავჭავაძის გამზ. # 49 ა,  საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო).

პრესკონფერენციის შემდეგ, 14.15 წუთზე, საქართველო რეგიონის 19 სხვა ქვეყანასთან ერთად ჩაერთვება  ამ თემისადმი მიძღვნილ ვიდეოკონფერენციაში, სადაც ქართველი ახალგაზრდები თავიანთ ხმას შეუერთებენთანატოლებს რეგიონის სხვა ქეყნებიდან.

2014 წლის ანგარიში მსოფლიოს მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ ხაზს უსვამს ახალგაზრდების განვითარებაში ინვესტირების მნიშვნელობას  და  ფოკუსირებულია ახალგაზრდების როლსა და შესაძლებლობებზე ქვეყნების განვითარებაში. ანგარიშის მთავარი გზავნილია, რომ ეროვნული განვითარებისა და ახალგაზრდების მომავლის უზრუნველსაყოფად ყველაზე სწორი მიდგომა არის განათლებაში, ჯანდაცვაში, მათ შორისრეპროდუქციულ ჯანმრთელობაში, გენდერული თანასწორობის გაძლიერებასა და ქალების სტატუსის განმტკიცებაში, დასაქმებაში დროული და ეფექტური ინვესტირება.

ლელა ბაქრაძე, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართელოს ოფისის ხელმძღვანელი: ” ამ ანგარიშმა ნათლად აჩვენა, რომ ახალგაზრდებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს – დღეს 7 მილიარდიან მსოფლიოში 10-24 წლის ასაკის  1.8 მილიარდი მოზარდი და ახალგაზრდა ცხოვრობს. კაცობრიობის ისტორიაში მსოფლიოში მცხოვრები ახალგაზრდების ყველაზე მრავალრიცხოვანი ერთობლიობა გადამწყვეტ ზეგავლენას მოახდენს ჩვენისაერთო მომავლის ყველა ასპექტზე. ეს ზეგავლენა შეიძლება იყოს უაღრესად პოზიტიური, თუ ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ხარისხიანი განათლება და ჯანმრთელობის, მათ შორის სქესობრივი დარეპროდუქციული ჯანმრთელობის მომსახურება და ექნებათ ღირსეული დასაქმების შესაძლებლობა თავიანტი პოტენციალის სრულად გამოსავლენად ”

დღევანდელი ახალგაზრდები მომავალ წლებში შრომის ბაზრის უმსხვილეს სეგმენტს შექმნიან, ხოლო მათი განათლება, პროფესიული უნარ-ჩვევები და ჯანმრთელობა – ანუ, ადამიანური კაპიტალი, ქვეყნის ეკონომიკის ზრდის უშუალო დეტერმინანტი იქნება.

კვლევის თანახმად, რომელიც გაეროს მოსახლეობის ფონდის  აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური ბიუროს ინიციატივით ჩატარდა, ახალგაზრდების განათლებასა და პროფესიულ მომზადებაში  სწორად განხორციელებულმა  ინვესტიციამ, რაც უმაღლესი განათალების ხარისხის გაუმჯობესებას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი კვალიფიკაციის კადრების მომზადებასგულისხმობს, შესაძლოა განაპირობოს ერთ სულ მოსახლეზე შიდა პროდუქტის დაახლოებით 1.7%-იანი წლიური ზრდა.

“ის ქვეყნები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ახალგაზრდების საჭიროებებს, საუკუნის მეორე ნახევრისთვის ბევრად უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, ეყოლებათ უფრო განათლებული და ჯანმრთელი მოსახლეობა,უფრო პროდუქტიული სამუშაო ძალა, ექნებათ მზარდი ეკონომიკა”, აღნიშნულია ანგარიშში. ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების, ჯანსაღი ცხოვრების წესის, გენდერული თანასწორობისადა ასაკზე მორგებული ფორმალური თუ არაფორმალური განათლების პოპულარიზაცია  და ინტეგრირება მთავრობის სამოქმედო გეგმებსა და პრიორიტეტებში განვითარების უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.

გაეროს მოსახლეობის ფონდის მოღვაწეობის მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ყოველი ორსულობა არის სასურველი, ყოველი მშობიარობა  – უსაფრთხო და ყოველ ახალგაზრდას აქვს შესაძლებლობა სრულადგამოავლინოს თავის პოტენციალი.

 

Share.

Comments are closed.