თბილისის დინამოს მიერ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის პირველად მოგების 50 წლის იუბილე აღინიშნება

0

oqros bicebi_web18 ნოემბერი ჩვენი ფეხბურთის და ზოგადად, ქართული სპორტის ისტორიაში გამორჩეული თარიღია. 50 წლის წინ, 1964 წელს  ამ დღეს თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელთა გუნდმა უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში, „ფახთაქორის“ სტადიონზე მოსკოვის „ტორპედო“ 4:1 დაამარცხა და პირველად მოიპოვა საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული.
ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ფეხბურთის ფედერაცია , სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია, თბილისის მერია და საკრებულო 17, 18 და 19 ნოემბერს თბილისში სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებებს გეგმავენ.

თბილისის დინამოს 50 წლის იუბილეს პროგრამა

17 ნოემბერი
12:00 – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მდებარე ქართული სპორტის მუზეუმს რადიო 1(FM 102,4)-ის ხელმძღვანელები  კოტე მახარაძის მოგონებების ჩანაწერს გადასცემენ,   ხოლო გულშემატკივარი ილია მაისურაძე მუზეუმს უსახსოვრებს უზბეკურ ქუდს (ტუბეტეიკას), რომელითაც  დინამოელები 1964 წლის 18 ნოემბერს ტაშკენტში დაასაჩუქრეს. დაგეგმილია  მუზეუმში თბილისის დინამოს საფეხბურთო აკადემიის ერთ-ერთი ასაკობრივი გუნდის სტუმრობა.

18 ნოემბერი
13:00 – „ოქროს ბიჭების“ მემორიალური დაფის გახსნა დინამო არენაზე;

14:00 – სერგო კოტრიკაძის მემორიალური დაფის გახსნა (შატბერაშვილის ქ #2);
15:00 – მიხეილ მესხის ძეგლის გახსნა ( მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის ტერიტორიაზე). ძეგლის ავტორია ცნობილი ქართველი მოქანდაკე გიორგი შხვაცაბაია.

16:00 – საზეიმო მიღება საკრებულოს შენობაში (თავისუფლების ქ. 2)
19 ნოემბერი
17:00 –
. „ოქროს ბიჭებისადმი“ მიძღვნილი საიუბილეო საღამო შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრში. თეატრის ფოიეში გაიმართება  ფოტო გამოფენა და საიუბილეო თემატიკაზე გამოცემული წიგნების – „ოქროს ბიჭები 50“ და „ფიქრები ქართულ ფეხბურთზე“ პრეზენტაცია.

22 ნოემბერი
– ამხანაგური მატჩი ტაშკენტში ვეტერანთა შორის.


Share.

Comments are closed.