შეხვედრა ევროკავშირის ელჩთან

0

GIO_7638საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, იანოშ ჰერმანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.  მხარეებმა საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობების პრიორიტეტულ საკითხებზე ისაუბრეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები დასახეს.

იანოშ ჰერმანი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის პოზიციას  2014 წლის ოქტომბრიდან იკავებს.

უნგრელმა დიპლომატმა კარიერა გასული წლის 70–იან წლებში დაიწყო. 1976 წელს იგი პერუში უნგრეთის საელჩოში ატაშედ დაინიშნა. მოღვაწეობდა სხვადასხვა თანამდებობებზე  უნგრეთის საელჩოებში მექსიკასა და საბერძნეთში, 2001 წელს კი ნატოში უნგრეთის მუდმივი წარმომადგენელი გახდა. 2005-2009 წლებში იყო ევროკომისიის საგარეო საქმეთა დოქტორატის მთავარი მრჩეველი რეგიონული თანამშრომლობის სფეროში. 2009-2013 წლებში გახდა ნორვეგიასა და ისლანდიაში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, 2014 წლის დასაწყისში მას ცენტრალურ აზიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა ეკავა.


Share.

Comments are closed.