შეხვედრა დიმიტრის ავრამოპულოსთან

0

GIO_9465ევროკავშირი საქართველოს მიერ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ფაზის წარმატებით განხორციელებას მიესალმება, – ამის შესახებ ევროკომისარმა მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში, დიმიტრის ავრამოპულოსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

ევროკომისარმა მზადყოფნა გამოთქვა, ხელი შეუწყოს საქართველოს, რათა სამოქმედო გეგმის მეორე ფაზა ასევე დადებითად შეფასდეს. ამ მიზნით, პირველი მისია საქართველოს 24 ნოემბერს ეწვევა.

შეხვედრისას პრემიერმა იმ კონკრეტულ შედეგებზე ისაუბრა, რომელსაც საქართველომ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში მიაღწია.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, მიღებულია კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“; მიგრაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა; თომას ჰამერბერგის რეკომენდაციების შესაბამისი ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა და კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“.

მთავრობის მეთაურმა ევროპული და ევროატლანტიკური კურსისადმი ერთგულება ევროკომისარს კიდევ ერთხელ დაუდასტურა და განაცხადა, რომ საქართველო ასოცირების ხელშეკრულების ეფექტური იმპლემენტაციისთვის მზად არის.


Share.

Comments are closed.