ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს ბოლნისის რაიონული პროკურატურაც გამოეხმაურა

0

10834019_758017047581478_1142042708_nქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს ბოლნისის რაიონული პროკურატურაც  გამოეხმაურა და კვირეულის ფარგლებში შეხვედრა ქვემო ბოლნისში გამართა. მოსახლეობას მიაწოდეს ინფორმაცია, თუ რა იწვევს ოჯახში ძალადობას და როგორ მუშაობს სახელმწიფო ამ კუთხით.  პროკურორმა ძალადობის სხვადასხვა ფორმებზე გაამახვილა ყურადღება,  საუბარი ნაადრევი ქორწინების შედეგებსაც დაეთმო.

1999 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.  დღეს 16 დღიანი საერთაშორისო კამპანია დაიწყო გენდერული ძალადობის წინააღმდეგ, რომლის მიზანიც საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის დემონსტრირებაა.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ქალი და ახალგაზრდა გოგონა იტანჯება სხვადასხვა ფორმის გენდერული ძალადობისგან, იქნება ეს ოჯახური, ტრეფიკინგი, სექსუალური ძალადობა, კონფლიქტთან დაკავშირებული სიტუაციები, თუ სხვა შემთხვევები. საქართველოს  სხვადასხვა ქალაქში ძალადობის შესაჩერებლად ქალთა მოძრაობა დაიწყო.

,,ქალებზე  ძალადობა  მთელი საზოგადოების პრობლემა და დანაშაულია, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კვირეულის ფარგლებში პროკურატურა სხვადასხვა სახის ღონისძიებებს ატარებს, ეს იქნება მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები, სპორტული შეჯიბრებები, რომელიც ემსახურება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებს ამ კუთხით, რათა უფრო მეტი ზომები იქნას მიღებული ძალადობის აღმოფხვრის წინააღმდეგ. შევხვდით ქვემო ბოლნისის მოსახლეობას, ავუხსენით თუ რით არის  გამოწვეული ოჯახში ძალადობა და როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან. ვისაუბრეთ ნაადრევ ქორწინებაზეც, მოსახლეობა აქტიურად ჩაება დიალოგში. მუნიციპალიტეტის მასშტაბით გავაგრძელებთ შეხვედრებს მსგავს თემებზე.“ – აღნიშნა ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლუკა გამყრელიძემ.


Share.

Comments are closed.