ფინანსური ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც საქართველოს რეგიონული განვითარების სტრატეგიის განსახორციელებლად 30 მილიონი ევრო გამოიყოფა

0

1404424_754261904664888_1727981296878400817_oფინანსური ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც საქართველოს რეგიონული განვითარების სტრატეგიის განსახორციელებლად 30 მილიონი ევრო გამოიყოფა, ევროკავშირის მიერ საქართველოს ევროინტეგრაციაში შეტანილი წვლილის კიდევ ერთი გამოხატულებაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია ევროკავშირთან თანამშრომლობა ისეთ პრიორიტეტულ სფეროებში, როგორიცაა ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი, განათლება და სხვა“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ასოცირების საბჭოს პირველი სხდომის მნიშვნელობას, რომელმაც საქართველო-ევროკავშირის პოლიტიკური დიალოგი კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანა.
პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მსოფლიოში უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში ევროკავშირის პარტნიორობა ეამაყება.
ევროკომისარმა პრემიერ-მინისტრს შეთანხმების ხელმოწერა და ქვეყნის მიღწევები მიულოცა, ისაუბრა ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ფაზის წარმატებით განხორციელებაზე და ირაკლი ღარიბაშვილს წარმატებები უსურვა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა იოჰანეს ჰანთან ევროკომისიაში გაიმართა. შეხვედრის ერთ-ერთი ძირითადი თემა აღმოსავლეთ სამეზობლოში ევროკავშირის როლის გაძლიერება იყო.
პრემიერმა ევროკომისარს ევროპული და ევროატლანტიკური კურსისადმი ერთგულება კიდევ ერთხელ დაუდასტურა და იოჰანეს ჰანი საქართველოში მიიწვია.
მხარეებმა დეტალურად განიხილეს ასოცირების საბჭოს პირველი სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები და იმსჯელეს რეფორმებზე, რომლებსაც საქართველო დემოკრატიის კონსოლიდაციისა და გაძლიერების მიზნით ახორციელებს.


Share.

Comments are closed.