სურსათის ეროვნული სააგენტო აფრთხილებს მოსახლეობას, არ მიირთვას შპს „კედარის” მიერ წარმოებული ნახევარფაბრიკატები

0

20140924111111sesსოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო აფრთხილებს მოსახლეობას, არ მიირთვას შპს “კედარის” მიერ 9 ოქტომბერს გამოშვებული გაყინული ხინკალი, რადგან მასში აღმოჩენილია “ლისტერია მონოციტოგენეზი” – პათოგენური მიკროორგანიზმი, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის, განსაკუთრებით კი ბავშვებისა და ორსული ქალების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
ანალოგიური განცხადება გაავრცელა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს, როდესაც ხორცისა და ხორცპროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო შპს ,,კედარის” მიერ 4 ოქტომბერს წარმოებულ გაყინულ ქაბაბში ლისტერია მონოციტოგენეზი აღმოჩნდა, რის შემდეგაც საწარმოში უნდა ჩატარებულიყო არაგეგმური ინსპექტირება, თუმცა, ადგილზე მისულ სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს ხორცისა და ხორცპროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო დახურული დახვდათ.
შპს “კედარს” საწარმოო პროცესი დღემდე შეჩერებული აქვს, მაგრამ სარეალიზაციო ქსელში კვლავ არის განთავსებული მის მიერ ოქტომბერში წარმოებული ნახევარფაბრიკატები, რაც, დიდი ალბათობით, შესაძლოა, ასევე საფრთხის შემცველი იყოს.
სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკავოს შპს კედარის” მიერ წარმოებული პროდუქციის მიღებისაგან. ამჟამად მიმდინარეობს ნედლეულის შესწავლა და უახლოეს პერიოდში დადგინდება, რა გზით დაბინძურდა აღნიშნული ნახევარფაბრიკატები პათოგენური მიკროორგანიზმებისაგან, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით ვაცნობებთ.

Share.

Comments are closed.