სულხან-საბას სახლ-მუზეუმში გამოფენა მოეწყო

0

10799346_302945373240025_246180444_nსულხან-საბა ორბელიანის სახლ-მუზეუმში წარმოშობით ტანძიელი მხატვრის კახა დემურაძის ნახატების გამოფენა მოეწყო. გამოფენა სახელწოდებით „მე და კვალი“ ძირითადად ბოლნისიდან გადასახლებულ გერმანელებსა და მხატვრის მშობლიურ  მხარეს ეძღვნებოდა.

„აქ წარმოდგენილი მაქვს 20 ნამუშევარი, რომლის ნაწილიც ეძღვნება ბოლნისიდან, ტანძიიდან და ზოგადად საქართველოდან გადასახლებულ გერმანელებს. როგორც ვიცით, ერთ დღეში მოხდა მათი გასახლება,  წლების მანძილზე ნაშრომ-ნაწვალები   იძულებით დაატოვებინეს. შევეცადე შემეგრძნო მათი ტკივილი და გადასახლებით გამოწვეული განცდები  ტილოზე გადმომეტანა. ნახატების მეორე ნაწილში კი ჩემი შინაგანია ჩადებული, მასში გადმოცემულია სამშობლოსადმი სიყვარული, გამოფენის სახელწოდებაც აქედან გამომდინარეა: „მე და კვალი“, ანუ ჩემი მე, ჩემს ცხოვრებასთან დაკავშირებული რეალური ფაქტები და განცდები“. – აღნიშნა მხატვარმა კახა დემურაძემ.

კახა დემურაძე წარმოშობით ტანძიიდანაა. იგი ექვსი წლის ასაკიდან ხატავს, ჩააბარა ი. ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელში, შემდგომში კი სამხატვრო აკადემიაში  გააგრძელა სწავლა. მისი შემოქმედება მრავალფეროვანია. დღემდე ასეულობით ნახატი აქვს შესრულებული. ხატავს ყველანაირ თემაზე, სხვადასხვა მასალის გამოყენებით.

10799356_302944866573409_1096980875_n 10805085_302945453240017_788357212_n

Share.

Comments are closed.