სსდ ცენტრის ავტოპარკის განახლების მეორე ეტაპი იწყება

0

1488054_396733153825674_2895337992722413136_nსასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკის განახლების მეორე ეტაპზე, დასავლეთ საქართველოს სასწრაფო დახმარების რაიონულ ცენტრებს 38 ახალი, სამედიცინო წესით აღჭურვილი ავტომობილი გადაეცემა.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში 30 მაღალი გამავლობის “Volkswagen”-ის მარკის ავტომობილი, ბარის ტიპის რეგიონებში კი საშუალო გამავლობის “Ford”-ის მარკის 8 ავტომობილი განაწილდება. განაწილების ამ ეტაპზე, აჭარის რეგიონს 6 მაღალი გამავლობის, გურიის რეგიონს 2 მაღალი გამავლობის, იმერეთის რეგიონს 12 მაღალი და 3 საშუალო გამავლობის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონებს 4 მაღალი გამავლობის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს კი მაღალი გამავლობის 6 და საშუალო გამავლობის 5 ავტომობილი გადაეცემა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკის განახლების პროცესი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 29 ოქტომბერს დაიწყო. პირველ ეტაპზე 24 საშუალო გამავლობის ”Ford”-ის მარკის ავტომობილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების 9 რაიონულ ცენტრში გადანაწილდა. პირველ ეტაპზე, ახალციხისა და ოზურგეთის განყოფილებებს 1, თელავის, მცხეთისა და ქობულეთის განყოფილებებს 2, გორი/ტყვიავის, ზუგდიდის, რუსთავისა და ქუთაისის განყოფილებებს კი 4 ახალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილი გადაეცა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი სრულად 2014 წლის ბოლომდე ”Ford”-ის საშუალო გამავლობის 80 და „Volkswagen”-ის მარკის მაღალი გამავლობის 100 ავტომობილით განახლდება.


Share.

Comments are closed.