სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს გამოეხმაურა

0

загруженное„მინდა მივმართო საზოგადოებას, – ჩემთვის მიუღებელია ყველა  ბრალდება, რაც ჩვენი მთავრობის მისამართით ამ დღეების მანძილზე  გაჟღერდა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა  სამინისტრო ყოველთვის ემსახურებოდა,  ემსახურება და მომავალშიც იდგება  ქართველი ხალხის,  ჩვენი მოქალაქეების   სამსახურში, რომელთა გამოხატული ნება და არჩევანი ევროპისკენ მიმავალი გზაა.

ჩვენი სამინისტრო ყველაფერს  აკეთებს ქვეყანაში ევროატლანტიკური კურსის გასატარებლად –  საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის მარტში მიღებულ ახალგაზრდული და სპორტის პოლიტიკის დოკუმენტებში ხაზგასმითაა აღნიშნული,  რომ საქართველო მნიშვნელოვნად მიიჩნევს და აცნობიერებს ნატო-სა და ევროკავშირის როლს ახალგაზრდული და სპორტული  პოლიტიკის განვითარებაში, ვინაიდან ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას, მის მომავალ თაობებს, რომელმაც უკეთეს საქართველოში უნდა იცხოვრონ.  აქედან გამომდინარე, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი მთავრობის ყველა წევრი ქართული საზოგადოების ევროპული არჩევანის ერთგულია და მომავალში ამ გზაზე ყველა ერთად  მეტ წარმატებას მივაღწევთ.”- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ლევან ყიფიანმა გაავრცელა.


Share.

Comments are closed.