სოფლის მეურნეობის სამინისტროში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ფასების შეგროვების უნიფიცირებული სისტემა შეიქმნება

0

_MO_4528დღეს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ISET-ის კვლევით ინსტიტუტს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა ერიკ ლივნიმ.

მემორანდუმი მიზნად ისახავს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე ფასების შეგროვების უნიფიცირებული სისტემის ჩამოყალიბებას.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ISET-ის კვლევით ინსტიტუტთან მჭიდრო თანამშრომლობით,შეიმუშავებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე ფასების შეგროვების მეთოდოლოგიას და განსაზღვრავს იმ პროდუქტთა სიას, რომელთა ფასების შეგროვებაც უნდა მოხდეს რეგულარულად, სამინისტროს გეგმების შესაბამისად.

მემორანდუმის ფარგლებში,ISET-ი განახორციელებს ფასების პერიოდულ მონიტორინგს, როგორც მინიმუმ ორ თვეში ერთხელ სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში და ინფორმაციას მიაწოდებს სამინისტროს.


Share.

Leave A Reply