საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ონლაინკონფერენციების სისტემა დაინერგა

0

dსაჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცენტრალური და ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომლები ერთამენთთან დაკავშირებას ონლაინკონფერენციების ახალი სისტემით შეძლებენ.  შესაბამისი პროგრამა სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიოების სამსახურმა 64 ტერიტორიულ სამსახურში დანერგა.

Cisco Webex-ის სისტემის საფუძველზე აგებული პროგრამა ნებისმიერი ადგილიდან დისტანციური ონლაინკონფერენციებისა და ონლაინტრენინგების ჩატარების საშუალებას იძლევა. ამას გარდა, კონფერენციებში შესაძლებელია ერთდროულად 50 მონაწილის ჩართვა, მისი ჩაწერა, ვიდეოფაილის სახით შენახვა და შემდგომი გამოყენება. ასევე; მონაწილეებისთვის სამუშაო ეკრანისა და ნებისმიერი ფაილის გაზიარება, ვირტუალურ დაფაზე სხვადასხვა მოქმედების იმგვარად განხორციელება, რომ მიმდინარე პროცესისთვის თვალის მიდევნების საშუალება ყველა მონაწილეს ჰქონდეს.

შედეგად სააგენტოს მმართველობა კიდევ უფრო გაუმჯობესებული, მოქნილი და მობილიზებული გახდება. ონლაინკონფერენციების დანერგვა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დროის და ფინანსების დაზოგვასაც.

ინლაინკონფერენციის ორგანიზება შესაძლებელია, როგორც Webex პროგრამის, ისე ელექტრონული ფოსტის დახმარებით. პროგრამის სარგებლობის საშუალება სააგენტოს თანამშორმლებს, როგორც პერსოანლური კომპიუტერებიდან, ასევე მობილური მოწყობილობებიდან ექნებათ.


Share.

Comments are closed.