საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტის დანერგვას განაგრძობს

0

captureსაჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემა ISO 27001 -ის დანერგვა გრძელდება. ამჯერად დამატებითი დამცავი მექანიზმები უძრავი ქონების რეესტრის ელექტრონულ პროგრამაში ამუშავდება.

თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ დღის წესრიგში დააყენა ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის საკითხი.  საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ჩატარებულმა ანალიზმა გამოავლინა, რომ სააგენტოს ვებგვერდიდან „რობოტი პროგრამების“  საშუალებით  დიდი მოცულობის ინფორმაციის  გენერირება ხდებოდა, რაც მნიშვნელოვნად აფერხებდა სააგენტოს ელექტრონული პროგრამების მუშაობას, საფრთხეს უქმნიდა მის გამართულ ფუნქციონირებას და ხელს უშლიდა სხვა მომხმარებლის მიერ ინფორმაციის სწრაფად მოძიების პროცესს.

სწორედ ამ პრობლემის დაძლევის მიზნით, სააგენტო ნერგავს დამატებით დამცავ მექანიზმებს. ერთ-ერთ მათგანს წარმოადგენს დამცავი კოდები, რომლებიც მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრის საძიებო სისტემის შემდეგ უძრავი ქონების რეესტრის ელექტრონულ პროგრამაშიც დაინერგება. აღნიშნული კოდები იცავს სააგენტოს ელექტრონულ პროგრამებს გადატვირთვისგან და უზრუნველყოფს დაცული ინფორმაციის უსაფრთხოებასა და ხელმისაწვდომობას. ამ მექანიზმით შეიზღუდა სააგენტოს ვებგვერდიდან ინფორმაციის მხოლოდ  „რობოტი პროგრამების“ საშუალებით გენერირება. ასევე, მინიმუმამდე დადის მოქალაქის მიერ წარდგენილ განცხადებაში დაცული პერსონალური მონაცემების ავტომატური შეგროვება, რაც თავისთავად ამცირებს  არასანქცირებული გაყიდვის, თაღლითური სქემების შემუშავების მოქალაქეებისთვის სპამი შეტყობინებების გაგზავნის შესაძლებლობას.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო უწყებაა, რომელმაც ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემა ISO 27001 -ის დანერგვა დაიწყო.

 

Share.

Leave A Reply