საქართველოს პრემიერ–მინისტრის მიმართვა

0

მთავრობის სხდომამინდა მივმართო საქართველოს მოსახლეობას და კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ჩვენი ხელისუფლება მტკიცედ ადგას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას და ეს პროცესი შეუქცევადია. ყველასათვის ნათელია, რომ ამ გზაზე ბევრი დაბრკოლება შეიძლება შეგვხვდეს, რომელიც ღირსეულად უნდა გადავლახოთ.
ჩვენი ხელისუფლება კარგად ხედავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის საფრთხეს, რომელიც ქართულ სახელმწიფოებრიობას და საქართველოს ერთიანობას ემუქრება. 

ჩვენ თვალს არ ვხუჭავთ იმაზე, რომ რუსეთი კვლავ აგრძელებს საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური პრინციპების უხეშ დარღვევას და აფხაზებს სთავაზობს ურთიერთობის ისეთ ფორმას, რომელიც არა მარტოანექსიის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯად შეფასდება, არამედ აფხაზებს, როგორც ერს, გაქრობით დაემუქრება. 
მინდა დაგარწმუნოთ ყველა, რომ ჩვენ უკვე ავამოქმედეთ საერთაშორისო ბერკეტები, მივმართეთ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო თანამეგობრობას, რათა განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდონ ამსაკითხს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი დასავლელი მეგობრები და პარტნიორები ძალას არ დაიშურებენ და წინ აღუდგებიან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეში ხელყოფისმცდელობას. 

დარწმუნებული ვარ, რომ არც ჩვენი აფხაზი ძმები შეეგუებიან ამას, კეთილგონიერებას გამოიჩენენ და საქართველოს დაუკავშირებენ თავიანთ მომავალს. 
არა მგონია, დღეს არსებობდეს ადამიანი, რომელიც ვერ ხვდებოდეს, როგორ ბეწვის ხიდზე უწვეს საქართველოს გავლა. რადიკალიზმი დღეს სრულიად მიუღებელი და დაუშვებელია ჩვენი ქვეყნისთვის. მშვიდობიანი,კარგად გათვლილი და პრაგმატული პოლიტიკის გარდა, ყველა სხვა ნაბიჯმა შეიძლება გამოუსწორებელ შედეგებამდე მიგვიყვანოს. გაუაზრებელმა მოქმედებამ და რადიკალიზმმა საქართველო 2008 წლის ომამდე მიიყვანა.ეს მაგალითი უნდა იყოს ყველასთვისჩვენ ემოციური გადაწყვეტილებების უფლება არა გვაქვს. 
აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ქვეყნის დეოკუპაცია საქართველოს თითოეული მოქალაქის მისწრაფებაა, და ამიტომაც სრულიად მიუღებელია, როცა საყოველთაოპროტესტს ქვეყნის ანექსიის წინააღმდეგ ერთი რომელიმე პოლიტიკური ძალა თავის თავზე მიიწერს და ქვეყნის მთლიანობის იდეას მხოლოდ საკუთარ თავთან აიგივებს. და ამას ის ხალხი ცდილობს, რომლის პოლიტიკამაცხელი შეუწყო ქვეყნის 20 პროცენტის ოკუპირებას, დაიღუპა ასეულობით ადამიანი, დაიკარგა კოდორი და ახალგორი, დაიკარგა 100-ზე მეტი სოფელი, დევნილად იქცა ათეულ ათასობით ადამიანი. 

მიუხედავად ამისა, ჩვენი ხელისუფლება პატივს სცემს თითოეული მოქალაქის ნებას, გამოხატოს თავისი აზრი. ეს უფლება ჩვენს მოქალაქეებს კონსტიტუციით აქვთ მინიჭებული და ხელისუფლება უპირობოდ დაიცავს მათიგამოხატვის თავისუფლებას.
მინდა მოვუწოდო სამართალდამცავ სტრუქტურებს, დაიცვან წესრიგი ხვალინდელ აქციაზე და აღკვეთონ ნებისმიერი უკანონობა, რომელიც ჩვენი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებას შეუშლის ხელს. 
იმედი მაქვს, რომ აქცია ჩაივლის ექსცესების გარეშე, მშვიდობიანად და ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ დემოკრატიული პრინციპების ერთგულია.

საქართველოს პრემიერმინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი


Share.

Comments are closed.