საქალაქო ბიბლიოთეკაში პოეზიის საღამო გაიმართა

0

10816151_682530815194997_307571323_n„ეპოქა და ადამიანი“  ასე ერქვა ღონისძიებას, რომელიც საქალაქო ბიბლიოთეკაში ჩატარდა. მკითხველებმა საყვარელი პოეტების შემოქმედება წარმოადგინეს, მიმოიხილეს მათი ცხოვრების მნიშვნელოვანი დეტალები, პოეზიის საღამო კულტურის სახლთან არსებულმა ფოლკლორულმა ანსამბლმა „მასპინძელომ“ გახსნა. ღონისძიება გალაკტიონის შემოქმედებით დაიწყო, რასაც ტერენტი გრანელის, ნიკო გომელაურის და გოდერძი ჩოხელის პოეზია მოჰყვა. პოეზიის საღამოს ალამაზებდა პოეტების ლექსებზე შექმნილი სიმღერები. ბიბლიოთეკის მკითხველებმა დამსწრე საზოგადოება ერთი საათით შემოქმედი ადამიანების ცხოვრებაში ამოგზაურეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ ბიბლიოთეკების და კულტურის ცენტრის თანამშრომლები. საღამო ირაკლი ჩარკვიანის ხანმოკლე ცხოვრების ისტორიით და მისი სიმღერით დასრულდა.

„ღონისძიება ძალიან საინტერესო თემაზე ჩატარდა, ბიბლიოთეკის მკითხველებმა რამდენიმე პოეტის შემოქმედება განიხილეს. თუ როგორ ქმნიდნენ ეს ადამიანები ეპოქას, საღამოს ალამაზებდა პოეტების ლექსებზე შექმნილი სიმღერები. მადლობა ამ ბავშვებს და ბიბლიოთეკის კოლექტივს“. –აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანების მენეჯერმა ლია ბუბუტეიშვილმა.

 

 

10818674_682530788528333_1182104946_n 10808219_682530741861671_1006109820_n

Share.

Comments are closed.