სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა

0

Y41B0017მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სახალხო დამცველის მიერ გაჟღერებული ფაქტთან დაკავშირებით სრულყოფილ გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს. აღნიშნულის შესახებ მედიას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა კახიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე აცნობა.

კახიშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი აწარმოებდა გამოძიებას და სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე სამსახურებრივი შემოწმება სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამაც დაიწყო, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით და იმისათვის, რომ საზოგადოებას კითხვის ნიშნები არ გასჩენოდა შიდა გამოძიების მიმართ, საქმეზე სრულყოფილ გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს.


Share.

Comments are closed.