სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ელექტროშოკის გამოყენებაზე უარს ამბობს

0

10624615_718557278220306_69221724095470390_nსასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო აღარ გაუკეთებს ინიცირებას საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის მიხედვით პატიმრობის კოდექსში, სპეციალური საშუალებების ჩამონათვალში ელექტროშოკიც უნდა შესულიყო.

ამის შესახებ დღეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ თეა პერტაიამ ბრიფინგზე განაცხადა. ის აცხადებს, რომ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობისას სამინისტრომ გაითვალისწინა არასამთავრობო სექტორის მოსაზრება, რომელიც სპეციალურ საშუალებების ჩამონათვალში ელექტროშოკის შესვლას არ იზიარებდა.

სამინისტრო მზადაა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისას გაეცნოს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მოსაზრებებს და კონსტრუქციული თანამშრომლობით ერთობლივად გაეცეს პასუხი სისტემის წინაშე არსებულ გამომწვევებს. ამის ერთ-ერთი დამადასტურებელია ფუნდამენტური რეფორმის კანონპროექტი, რომელიც მთავრობისა და პარლამენტისთვის გაცნობამდე, სწორედ სამოქალაქო საზოგადოებას წარედგინა. მიღებული წინადადებების დამუშავებისა და გაანალიზების შედეგად კი შეიქმნა დოკუმენტი, რომელიც მთავრობას განსახილველად წარედგინება და გადაეგზავნება პარლამენტს. ესაა გარდამტეხი ეტაპი სისტემის განვითარების ისტორიაში და მნიშვნელოვანია ამ ძირეული ცვლილებების მონაწილე სწორედ სამოქალაქო საზოგადოება გახდეს.


Share.

Comments are closed.