სასულიერო სკოლის ეზო ერთმუშტად შეკრულ საქართველოდ იქცა

0

10806946_682141608567251_331888994_n,,აჩვენეთ  ეს ბავშვები მსოფლიოს და ომი აღარ იქნება’’ – სწორედ ეს ფრთიანი ფრაზა ამეკვიატა და  ლაიტმოტივად გავაყოლე სასულიერო სკოლის შემოდგომის ზეიმს, სადაც ულამაზესი გოგო-ბიჭები შეკრებილიყვნენ და თან მთელი საქართველო მოეტანათ. ქართლი, კახეთი, სვანეთი, აჭარა, თუშეთი, რაჭა – ასეთი შემადგენლობით წარსდგა პატარა საქართველო მოსიყვარულე მამულიშვილების წინაშე. ყველა კუთხე დამახასიათებელი გაფორმებით, ჩაცმულობით  და გაშლილი სუფრით ეგებებოდა სტუმრებს. ღონისძიება ქართლმა გახსნა და დიდი რუდუნებთ გადაგვიშალა ქართლელების გულუხვობისა და სტუმარ მასპინძლობის სურათი, შემდეგ კახეთი იყო სხარტი იუმორითა და კახური შაირებით, კახეთს არც რაჭა ჩამორჩა და მხიარულად წარმოადგინა რაჭული ,,მიდი ბიჭო გიორგუნავ’’, რაჭას მთის არწივები მოჰყვნენ და სვანურმა ლილეომ და თუშურმა დოლ-გარმონმა ყველა ააცეკვა, ბოლოს კი აჭარლებმა „განდაგანა“ დაუარეს  და აჭარული სიმღერა შემოსძახეს. მხიარულება ყველას გადაედო და სასულიერო სკოლის ეზო ერთმუშტად შეკრულ საქართველოდ იქცა, სადაც  ქართული ტრადიციებით, სტუმართმოყვარეობით, რწმენით და სიყვარულით გაჯერებული სული ტრიალებდა. ზეიმის დასასრულს, სტუმრებს პატარა ქართველები მწვადითა და სახელდახელოდ  მოდუღებული ცხელ-ცხელი ფელამუშით გაუმასპინძლდნენ. არც საქართველოს დალოცვა დავიწყებიათ, ეს მისია კი სასულიერო სკოლის მოძღვარს, დეკანოზ კონსტანტინეს ერგო. ასე დასრულდა გაცილება შემოდგომისა, რომელიც ზამთრის მოლოდინს უფრო ამძაფრებს.

 

 

10808341_682141805233898_69900456_n 10811487_682141655233913_438397360_n


Share.

Comments are closed.