სასკოლო კონკურსი „ვუმღერ სამშობლოს“

0

ea3c68c5d8d1a33650689a657d47e2fe_2005საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლის მოსწავლეებისათვის  კონკურსს „ვუმღერ სამშობლოს“ აცხადებს. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებს გუნდის/ჯგუფის სახით (წევრთა რაოდენობა და ასაკი შეზღუდული არ არის). კონკურსში მონაწილოების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ სიმღერა (არსებული ან სპეციალურად აღნიშნული კონკურსისთვის შექმნილი), რომელიც შესაბამისობაში იქნება კონკურსის თემატიკასთან.

საკონკურსო სიმღერის ვიდეორგოლი სკოლამ  უნდა ატვირთოს ვებ-გვერდზე  youtube.com (ატვირთულ ვიდეორგოლს სათაურში უნდა მიეთითოს სკოლის დასახელება ქართულ ენაზე) ატვირთული  ვიდეორგოლის შესაბამისი ბმული სკოლის ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მეშვეობით უნდა გადმოიგზავნოს მისამართზე konkursebi@mes.gov.ge და ელექტრონული ფოსტის „subject” ველში  მიეთითოს სკოლის დასახელება. მონაწილეების მიერ გამოგზავნილი ვიდეოები აიტვირთება კონკურსის ოფიციალურ Facebook  გვერდზე – „ვუმღერ სამშობლოს“ (https://www.facebook.com/vumgersamshoblos), სადაც შესაძლებელი იქნება ე.წ ,,მოწონების’’ (Like) საშუალებით ნებისმიერი პირისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობა. ასევე, გამარჯვებულს შესაბამისი კომისია გამოავლენს.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ შესაბამისი Facebook  გვერდი – „ვუმღერ სამშობლოს“ https://www.facebook.com/vumgersamshoblos


Share.

Comments are closed.