საინფორმაციო ტური საყდრის-ყაჩაღიანში

0

10744931_672832312831514_1986704408_nკომპანია „არემჯის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინიციატივითა და ორგანიზებით საყდრის-ყაჩაღიანის ობიექტზე რიგით მე-3-ე საინფორმაციო ტური მოეწყო.

ამჯერად ყაჩაღიანის უბნის დათვალიერების საშუალება საზოგადოების იმ წარმომადგენლებს მიეცათ, რომლებიც სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობენ (მსახიობები, მწერლები, ისტორიკოსები, ჟურნალისტები და ექსპერტები).  გეოლოგებმა, კომპეტენციის ფარგლებში, ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს ადგილზე ჩასულ სტუმრებს და უპასუხეს მათ შეკითხვებს.

აღნიშნული ტურები, საყდრის-ყაჩაღიანის ობიექტის გარშემო შექმნილი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილების მიზნით და კომპანიის ახალი საინფორმაციო სტრატეგიის ფარგლებში ეწყობა. კომპანია „არემჯის“ ახალი საკომუნიკაციო ხედვა გულისხმობს სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებთან გახსნილი კომუნიკაციისა და დიალოგის წარმოებას, როგორც საყდრისი-ყაჩაღიანის, ასევე საზოგადოებისთვის სხვა საინტერესო საკითხებზე.


Share.

Comments are closed.