„საბაობა 2014“ კვირეულის ფარგლებში სკოლებს შორის მიმდინარე კონკურსი დასრულდა

0

10756730_1566716383541396_893227935_oკვირეულის ფარგლებში  მოეწყო კალიგრაფიის კონკურსი თემაზე  შეგონებები „სიბრძნე სიცრუისას“ მიხედვით. ნამუშევრები მთელი დღის მანძილზე მთავარი ბიბლიოთეკის  შესასვლელში თვალსაჩინოებისთვის იყო გამოფენილი. კალიგრაფიის კონკურსში მონაწილეობდა  მუნიციპალიტეტის შვიდი საჯარო სკოლა. ნამუშევრები  ნუსხური და მხედრული ხელნაწერით იყო შესრულებული, რომელიც ჟიურიმ  წინასწარ გაწერილი კრიტერიუმებით  შეაფასა.  „მოთხოვნა იყო შემდეგი: საკუთარი ორიგინალური ხელნაწერის შექმნა, ძველი ქართული  ხელნაწერის  მიბაძვა,  საზედაო ასოების გამოყოფა და კომპოზიციურად  გაანალიზება.  ოთხივე კრიტერიუმი დააკმაყოფილა მეხუთე საჯარო სკოლის  მიერ წარმოდგენილმა ნამუშევარმა, თუმცა, გამოირჩეოდა სოფელ ტანძიის საჯარო სკოლის ნამუშევარიც, მაგრამ  კალიგრაფიის კონკურსში მხოლოდ ერთი პირველი ადგილი უნდა გამოგვევლინა“ აღნიშნა ჟიურის  წევრმა მარინა  ქუქჩიშვილმა.

კვირეულის კონკურსი იგავ-არაკების ინსცენირებით დასრულდა, დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა ლამაზი კოსტიუმებით სცენაზე მიუზიკლი  წარმოადგინეს. კონკურსში მონაწილეობა  ბოლნისის მეხუთე და რაჭისუბნის საჯარო სკოლებმაც მიიღეს,  ბავშვებმა  „მელი მოძღვარი“ და „სოფლის მაშენებლები“ გააცოცხლეს. დამსწრე საზოგადოება მოხიბლული დარჩა მიუზიკლით და მხურვალე აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს მოსწავლეები. კონკურსის წესის მიხედვით ჟიურიმ ერთი გამარჯვებული გამოავლინა. პირველი ადგილი მეხუთე საჯარო სკოლამ აიღო,  თუმცა გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული სკოლებიც, რომლებიც დიპლომებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

ირმა კოპალიანი, ბოლნისის  საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი:

– ამ ფორმატით საბაობა  პირველად ჩატარდა, მოხარული ვარ, რომ ჩაერთვნენ სკოლები. მსგავსი ღონისძიებებით  იზრდება ბავშვების კულტურა და განათლება. მინდა მადლობა გადავუხადო კვირეულის ორგანიზატორებს და მონაწილე სკოლებს.

10752581_1566716316874736_114016265_o 10746941_1566716243541410_2062946987_o 10804758_1566716450208056_1558900524_o 10800232_1566716183541416_1615973249_o

Share.

Comments are closed.