„საბაობა 2014“ გრძელდება

0

10744809_673934476054631_1647434039_nსაბაობისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ბოლნისის კულტურის სახლში ნახატები გამოიფინა. გამოფენას სხვა ღონისძიებების მსგავსად კონკურსის სახე ჰქონდა, რომელშიც სოფელ დისველის, ქვეშის, ტანძიის, რაჭისუბნის, დაბა კაზრეთის №1, №2, ბოლნისის №3, №5 საჯარო სკოლები და იოანე ბოლნელის სახელობის სასულიერო სკოლა მონაწილეობდა. საუკეთესო ნახატის წარმოდგენისთვის გამარჯვებულად ტანძიის საჯარო სკოლა დასახელდა, II ადგილი დაბა კაზრეთის №1 და ბოლნისის მუნიციპალიტეტის №5 საჯარო სკოლებმა გაინაწილეს. მონაწილე სკოლები სიგელებით, გამარჯვებულები კი სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

10748557_673933849388027_1200607829_n


Share.

Comments are closed.