„საბაობა-2014“ მასშტაბური ღონისძიებებით დასრულდა

0

10435298_300117876856108_1096517513_oქალაქი ხალხმრავლობით გამოირჩეოდა, კვირეულის ორგანიზატორები დილიდან „საბაობა 2014“ -ის აღსანიშნავად ემზადებოდნენ. ცენტრალური გზა კულტურისა და დასვენების პარკიდან სპეციალურად ამ დღისთვის გადაიკეტა, წესრიგს დაცვის პოლიცია იცავდა.  ტერიტორია სხვადასხვა კულტურულმა და სპორტულმა ღონისძიებებმა მოიცვა. კონკურსში მონაწილე სკოლების მიერ  შესრულდა ასფალტზე ხატვა, გაიმართა მარათონი, შეჯიბრი სირბილში, თავისუფალ ჭიდაობაში, კიკბოქსინგში, მკლავჭიდსა და ჭადრაკში. პარალელურად მიმდინარეობდა ღონისძიებები კულტურის სახლთან არსებული ანსამბლების მონაწილეობით. კულტურის სახლის  მიმდებარე ტერიტორიაზე „სახალხო სეირნობა“ მოეწყო. გამოფენილი იყო ხალხური რეწვის ნიმუშები. ქალაქს უამრავი სტუმარი და დამთვალიერებელი სტუმრობდა, გაიმართა ყვავილების ფესტივალი, გამომცემლობა  „ლოგოს პრესმა“  ,,საბაობა 2014“- ისთვის წიგნების გამოფენა-გაყიდვა მოაწყო.  ბაღის ასაკის ბავშვებისთვის თოჯინების თეატრმა სპექტაკლი „ბატის ჭუკი“ წარმოადგინა. „საბაობა 2014″-ის კვირეულს ორგანიზება იზოლდა ნიავაძემ და მარინა გორშკოვამ გაუკეთეს.

მასშტაბურმა ღონისძიებამ ყველა გააერთიანა, დასვნითი დღე მთლიანად სულხან-საბა ორბელიანის ღვაწლს მიეძღვნა. კვირეულის ფერგლებში კულტურის სახლის ეზოში, საბას ძეგლთან სადღესასწაულო ცერემონიალი გაიმართა, სადაც ბოლნისის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა სულხან-საბას სულის მოსახსენებელი პარაკლისი გადაიხადა.  საერო და სასულიერო მოღვაწეს პატივი ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და მხარის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა მიაგეს. მეუფემ კი საბას ღვაწლზე ისაუბრა.

მეუფე ეფრემი, ბოლნელი მთავარეპისკოპოსი:

– ეს დღე საერთო სახალხო დღესასწაულად იქცა. მასში მონაწილეობს ყველა, განურჩევლად წოდებისა,  სასულიერო თუ საერო მდგომარეობისა. ყველანი სამშობლოს სიყვარულით გავერთიანდით, სწორედ ამის განსახიერება იყო სულხა-საბა ორბელიანი. ის ორი სახელით და ერთი გვარით შევიდა ისტორიაში. სულხან-საბა ლოცვით  და ღვაწლით ემსახურებოდა მშობლიურ ქვეყანას, მას მოუხდა ათასობით კილომეტრის გავლა, რათა შვება მოეტანა ტანჯული მიწა-წყლისთვის. სწორედ ეს დიდებული ადამიანი იშვა სოფელ ტანძიაში,  მშობლიური მიწაც კი არ ეღირსა საფლავად, ის დღეს სამშობლოდან შორს განისვენებს. დაგვრჩა მისი ცოცხალი სახე, დაფიქრებული სამშობლოს ბედზე, დაგვრჩა მისი შემოქმედება, სიტყვის კონა, სიბრძნე სიცრუისა„ რომელიც უნდა იყოს თითოეული ჩვენგანის ცხოვრების მეგზური.

10742705_300115000189729_238049383_o

10752325_300109070190322_418089199_o 10754363_300115950189634_635920202_o 10756729_300109190190310_1284140398_o

 

გოგი მეშველიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი:

– სულხან-საბა ორბელიანი იყო ერთ-ერთი გამორჩეული მოღვაწე, რომელმაც განსაკუთრებული კვალი დატოვა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, მისი ღვაწლი შეუფასებელია. ვამაყობ, რომ სულხან-საბას მიწის შვილი ვარ. მინდა ყველას მივულოცო დღევანდელი დღე.

რამინ ისმაილოვი ქვემო ქართლის გუბერნატორის მოვალეობის   შემსრულებელი:   

– მივულოცავ ,,საბაობა 2014” -ს  ბოლნისის მოსახლეობას  და აქ ჩამოსულ სტუმრებს, ეს დღე წელს მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა. იმედი მაქვს მომავალში უფრო  ფართო სახეს მიიღებს.  სულხან-საბა ერთ-ერთი ყველაზე დიდი მამულიშვილია, რომელმაც ბევრი ჭირ-ვარამი გადაიტანა. ქვეყანას შეუქმნა და შეუნარჩუნა ისეთი დიდი ნამუშევრები, რომელიც საამაყოა  სრულიად საქართველოსთვის.

დღის ბოლოს სტუმრებმა კულტურის სახლში გადაინაცვლეს, ,,საბაობა 2014” თეატრალური სანახაობით დასრულდა, რომელიც ორ ნაწილად გაიმართა. ,,ორი ცრემლიდან საქართველოს გაჰყურებს, საბა” და ,,საბას ნატერფალზე”, სადაც ახალგაზრდებმა საბას შემოქმედება და შემდგომი პერიოდი სცენაზე კიდევ ერთხელ გააცოცხლეს. სცენარის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი იზოლდა ნიავაძე.

 

10756780_300109210190308_1884287106_o

10752404_300115993522963_1167994217_o 10804451_300115920189637_953786785_o 10804888_300117130189516_424761628_o 10807214_300115006856395_115758264_o 10807495_300117440189485_1213672617_o 10800076_300114956856400_166700575_o 10800399_300117733522789_1286940666_o 10807196_300115986856297_88697175_o 10807229_300117753522787_279671674_o


Share.

Comments are closed.