როგორ გამოიყურება ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2015-2018 წლების პრიორიტეტების ნუსხა

0

1240651_846533688741085_4003725456972108209_n

ბოლნისის მუნიციპალიტეტის  პრიორიტეტები, პროგრამები, მოსალოდნელი შედეგები და შეფასების ინდიკატორები

 

2015 – 2018 წლებში მუნიციპალიტეტის სტრატეგია უცვლელია და მოიცავს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას, სოციალური პირობების გაუმჯობესებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასა და სკოლამდელი განათლების ხელშეწყობას.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ძირითადი პრიორიტეტებია:

  • თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება;
  • ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია;
  • განათლება;
  • კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი;
  • მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა.

 

2013-2014 წლების მოკლე მიმოხილვა

2013 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტის შემოსულობებმა შეადგინა 14523,8 ათ. ლარი, მათ შორის გადასახადები 1985,2 ათ. ლარი, გრანტები 3335,7 ათ. ლარი, სხვა შემოსავლები 9120,3 ათ. ლარი, პრივატიზაციიდან შემოსულმა სახსრებმა შეადგინა 82,6 ათ. ლარი. 2013 წლის ბოლოს დაგროვილმა ნაშთმა შეადგინა 1072,4  ათ. ლარი.

მობილიზებული სახსრებიდან საკუთარმა შემოსავლებმა შეადგინა 11410,5 ათ. ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილმა  ტრანსფერებმა  შეადგინა 3335,7 ათ. ლარი, მათ შორის: მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად 305,0 ათ. ლარი, ხოლო სპეციალური ტრანსფერი 3030,7 ათ. ლარი.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სპეციალური ტრანსფერიდან  დაფინანსდა შემდეგი პროექტები: გზების მშენებლობა-რეკონსტრუქცია და მოვლა-შენახვა, სარწყავი არხების, სკვერებისა და პარკების მოწყობა-რეკონსტრუქცია, წყლის სისტემის რეაბილიტაცია, გარე განათების მოწყობა-რეაბილიტაცია.

2014 წლის ბოლნისის მუნიციპალიტეტის შემოსულობების გეგმა  შეადგენს 13366,3 ათ. ლარს, მათ შორის გადასახადები 2103,0 ათ. ლარი, გრანტები 2127,2 ათ. ლარი,  სხვა შემოსავლები 9101,1 ათ. ლარი, პრივატიზაციიდან შემოსული სახსრები 35,0 ათ. ლარი. მობილიზებული სახსრებიდან საკუთარი შემოსავლები შეადგენს 11204,1 ათ. ლარს.

 

 

 

 

 

დასახელება 2013 წლის ფაქტი 2014 წლის გეგმა
სულ მათ შორის
სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები საკუთარი შემოსავლები
შემოსავლები 14,441.2 13,331.3 2,127.2 11,204.1
გადასახადები 1,985.2 2,103.0 0.0 2,103.0
გრანტები 3,335.7 2,127.2 2,127.2 0.0
სხვა შემოსავლები 9,120.3 9,101.1 0.0 9,101.1
ხარჯები 12,598.7 12,022.1 869.2 11,153.0
შრომის ანაზღაურება 2,333.2 2,136.9 129.4 2,007.5
საქონელი და მომსახურება 2,511.5 3,083.4 564.2 2,519.2
ძირითადი კაპიტალის მომსახურება 0.0 0.0 0.0 0.0
პროცენტი 221.0 200.0 0.0 200.0
სუბსიდიები 5,749.8 4,954.2 0.0 4,954.2
გრანტები 0.0 0.0 0.0 0.0
სოციალური უზრუნველყოფა 1,670.3 1,468.9 175.6 1,293.3
სხვა ხარჯები 112.9 178.8 0.0 178.8
საოპერაციო სალდო 1,842.5 1,309.2 1,258.1 51.1
არაფინანსური აქტივების ცვლილება 4,881.3 2,106.0 1,258.1 847.9
ზრდა 4,963.9 2,141.0 1,258.1 882.9
კლება 82.6 35.0 0.0 35.0
მთლიანი სალდო -3,038.8 -796.8 0.0 -796.8
ფინანსური აქტივების ცვლილება -3,230.2 -1,009.2 0.0 -1,009.2
ზრდა 63.3 0.0 0.0 0.0
ვალუტა და დეპოზიტები 63.3 0.0    
სესხები 0.0 0.0 0.0 0.0
სხვა დებიტორული დავალიანებები 0.0 0.0 0.0 0.0
კლება 3,293.5 1,009.2 0.0 1,009.2
ვალუტა და დეპოზიტები 3,293.5 1,009.2 0.0 1,009.2
სესხები 0.0 0.0 0.0 0.0
სხვა დებიტორული დავალიანებები 0.0 0.0 0.0 0.0
ვალდებულებების ცვლილება -191.4 -212.4 0.0 -212.4
ზრდა 0.0 0.0 0.0 0.0
საგარეო 0.0 0.0 0.0 0.0
საშინაო 0.0 0.0 0.0 0.0
კლება 191.4 212.4 0.0 212.4
საგარეო 0.0 0.0 0.0 0.0
საშინაო 191.4 212.4 0.0 212.4
ბალანსი 0.0 0.0 0.0 0.0

 

 

 

 

 

 

 

     1.თავდაცვა და  უსაფრთხოება

ხანძრისა და სტიქიური უბედურების შემთხვევების დროს მოსახლეობისა და მათი ქონების დასაცავად ადგილზე დროული მისვლა და კვალიფიციური დახმარების აღმოჩენა; საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელება. შეიარაღებული ძალების თავდაცვის უნარიანობის ამაღლების მიზნით ხორციელდება მოსწავლეთა პირველადი აღწერა, წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირება და სამედიცინო შემოწმება, ასევე სარეზერვო ძალების მობილიზება.

 

პროგ. კოდი დასახელება 2015 წლის პროექტი 2016 წლის პროგნოზი 2017 წლის პროგნოზი 2018 წლის პროგნოზი
02 00 თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება 229.0 207.0 207.0 207.0
02 01 საგანგებო სიტუაციების მართვა 26.0 0.0 0.0 0.0
02 03 ქვეყნის თვდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა 203.0 207.0 207.0 207.0

 

 1.1. საგანგებო სიტუაციების მართვა

ხანძრისა და სტიქიური უბედურების შემთხვევების დროს მოსახლეობისა და მათი ქონების დასაცავად ადგილზე დროული მისვლა და კვალიფიციური დახმარების აღმოჩენა; საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელება;

მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:

  • მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა;
  • სტიქიური უბედურებისა და კატასტროფების ლოკალიზება და მათი შედეგების

ლიკვიდაცია, ზარალის  მინიმიზაცია.  

      შედეგების შეფასების ინდიკატორები:               

  • გამოძახების რაოდენობა;
  • დროულად ლოკალიზებული და ლიკვიდირებული შემთხვევების რაოდენობა, ზარალის რაოდენობა;

     1.2. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა

შეიარაღებული ძალების თავდაცვის უნარიანობის ამაღლების მიზნით ხორციელდება მოსწავლეთა პირველადი აღწერა, წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირება და სამედიცინო შემოწმება, ასევე სარეზერვო ძალების მობილიზება.

მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:

  • თავდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული გეგმის მაქსიმალური შესრულება.

      შედეგების შეფასების ინდიკატორები:          

  • გაწვეულთა რაოდენობა.

2.ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია

მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, 2015 წლის განმავლობაში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, გარე განათების მშენებლობა-ექსპლუატაცია, საკანალიზაციო და ჩამდინარე წყლების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია, გარემოს დაცვის ღონისძიებები, მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების რეაბილიტაცია, სასაფლაოების მოვლა, შადრევნების, სპორტული მოედნებისა და დასვენების პარკის მშენებლობა-რეაბილიტაცია.

 

 

პროგ. კოდი დასახელება 2015 წლის პროექტი 2016 წლის პროგნოზი 2017 წლის პროგნოზი 2018 წლის პროგნოზი
03 00 ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია 2956.8 3990.0 4620.0 5230.0
03 01 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია 628.0 1000.0 1100.0 1200.0
03 02 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია 1858.8 2990.0 3520.0 4030.0
03 02 02 სასმელი წყლით მომარაგების სამუშაოები 100.0 200.0 300.0 400.0
03 02 03 გარე განათების მოწყობა-რეაბილიტაციის  ღონისძიებები 590.0 590.0 610.0 610.0
03 02 04 ჩამდინარე წყლების მართვა და საკანალიზაციო სისტემების მოწყობისა და რეაბილიტაციის ღონისძიებები 130.0 1000,0 1200.0 1400.0
03 02 05 გარემოს დაცვითი ღონისძიებები 750.0 800.0 810.0 820.0
03 02 06 ბინათმშენებლობა 200.0 300.0 500.0 700.0
03 02 07 რიტუალური მომსახურების სააგენტო 88.8 100.0 100.0 100.0
03 03 მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები 470.0 520.0 600.0 650.0
03 03 02 ქალაქის შემოსასვლელის, ფასადების, ქუჩების კეთილმოწყობის, ქალაქის ნაწილის რეაბილიტაცია და გაჩერებების მშენებლობა 300.0 300,0 350.0 350.0
03 03 04 შადრევნების, დასვენების პარკის და სკვერების მშენებლობა-რეაბილიტაცია, მოვლა-პატრონობა 170.0 220.0 250.0 300,0

 

  2.1.საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია

პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გზების რეაბილიტაცია, ქ.ბოლნისში ქუჩების  რეაბილიტაცია, ზამთრის სეზონზე მუნიციპალიტეტის  გზებისა და ქუჩების თოვლის საფარისაგან გაწმენდა.

მოსალოდნელი შუალედური შედეგები:

  • მგზავრთა კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება;
  • ეკონომიკური და ტურისტული ინტენსივობის ზრდა;

   

     შედეგების შეფასების ინდიკატორები:                              

  • რეაბილიტირებული და ახალი გზების რაოდენობა;
  • ტურისტების რაოდენობა;

 

   2.2. კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია

    პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე განათების ქსელის მშენებლობა-ექსპლუატაცია, ქ. ბოლნისში საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია, გარემოს დაცვის ღონისძიებები: საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება-გატანა, ქვეწარმავლების და მაწანწალა ცხოველების დასახლებული პუნქტებიდან გადაყვანა,  მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების რეაბილიტაცია, სასაფლაოების მოვლა.

მოსალოდნელი შუალედური შედეგები:

  • განათებული მუნიციპალიტეტი;
  • გაუმჯობესებული კომუნალური ინფრასტრუქტურა;
  • გაუმჯობესებული სანიტარული პირობები;

შედეგების შეფასების ინდიკატორები:                

  • ექსპლუატაციაში არსებული სანათი წერტილების რაოდენობა;
  • რეაბილიტირებული კომუნალური ინფრასტრუქტურული ობიექტების რაოდენობა;
  • გატანილი ნარჩენების რაოდენობა;

 

2.2.1 . გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია

ღამის პერიოდში  მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის, ისტორიული ძეგლებისა და ტაძრების  ფასადების, სკვერებისა და ბულვარების განათებისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გარე განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება, სოფ. რაჭისუბანში ცენტრალურ გზაზე გარე განათების მშენებლობა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია და გახარჯული ელექტროენერგიის ხარჯები .

 

2.2.3. ჩამდინარე წყლების მართვა

ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება ქ. ბოლნისში სანიაღვრე სისტემის ნაწილის მშენებლობა-რეაბილტაცია. ქ. ბოლნისში  საკანალიზაციო  სისტემების მშენებლობა.

 

2.2.4. გარემოს დაცვითი ღონისძიებები

მუნიციპალიტეტის ერთ–ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გავალისწინებულია მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება და ნარჩენების გატანა.    მუნიციპალიტეტში მაწანწალა ცხოველების არსებობა სხვადასხვა ვირუსული დაავადების და ცოფის გავრცელების ძირითად საფრთხეს წარმოადგენს, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ცხოველების დაჭერა და მათი გადაყვანა სპეციალიზირებულ თავშესაფარში, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით მუნიციპალიტეტის მიერ დაფინასდება დასახლებულ პუნქტებში ქვეწარმავლების დაჭერა – უსაფრთხო ადგილზე გაყვანის მომსახურება.

 

 

 

 

   2.2.5.     ბინათმშენებლობა

ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების რეაბილიტაცია.

 

 

2.3.     მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები                                   

პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული სკვერებისა და პარკების,   შადრევნების მოვლა-პატრონობის ღონისძიებები.

მოსალოდნელი შუალედური შედეგები:

  • მოსახლეობისათვის დასასვენებელი პირობების გაუმჯობესება;

       შედეგების შეფასების ინდიკატორები:         

  • რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურული ობიექტების რაოდენობა;

 

  2.3.1.  შადრევნების, დასვენების პარკის და სკვერების მშენებლობარეაბილიტაცია, მოვლაპატრონობა

ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება შპს „კულტურისა და დასვენების პარკი“,  რომელიც

განახორციელებს არსებული პარკის მოვლა–პატრონობას, არსებული  შადრევნების ექსპლოატაცია.   განხორციელდება ცენტრალური პარკის  განათებისა  და  ფასადის  რეაბილიტაცია.

 

  1. განათლება

მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა  მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ  უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად თვითმმართველობის ერთ-ერთ პრიორიტეტს   წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების  ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა.

 

პროგ. კოდი დასახელება 2015 წლის პროექტი 2016 წლის პროგნოზი 2017 წლის პროგნოზი 2018 წლის პროგნოზი
04 00 განათლება 1400.0 1490.00 1490.00 1490.00
04 01 სკოლამდელი განათლების 1400.0 1400.00 1400.00 1400.00
04 03 უნარშეზღუდული ბავშვების სწავლა 82.00 90.00 90.00 90.00

 

3.1.სკოლამდელი განათლება

პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ააიპ „ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის დაწესებულება“.  ბოლნისის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 12 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს საშუალოდ 1000  ბავშვი. სკოლამდელი დაწესებულების დაფინანსება ხორციელდება სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან. მუნიციპალიტეტი ხელს უწყობს  ბაღების  მატერიალური ბაზის გაუმჯობესებას, კვებას და დასაქმებულთა სტაბილურ შრომის ანაზღაურებას.

 

მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:

  • აღსაზრდელთა შესაბამისი პირობების უზრუნველყოფა;
  • საბავშო ბაგა-ბაღებში გაუმჯობესებული საამღზრდელო პროცესი;

       შედეგების შეფასების ინდიკატორები:         

  • სათანადოდ აღჭურვილი საბავშო ბაღების რაოდენობა;
  • აღსაზრდელთა რაოდენობა;

 

3.2. უნარშეზღუდული ბავშვების სწავლის დაფინანსება

  ქვეპროგრამა ითვალისწინებს ააიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო, სარეაბილიტაციო ცენტრი „განთიადი“-ს დაფინანსებას, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  მცხოვრები უნარშეზღუდული  ბავშვების საზოგადოებასთან ინტეგრირებას და მათ    საგამანათლებლო სარეაბილიტაციო ცენტრში სწავლას.

მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:

  • შშმ მოსწავლეთათვის სწავლის ხელმისაწვდომობა;
  • შშმ მოსწავლეთა საზოგადოებაში ინტეგრაცია.

შედეგების შეფასების ინდიკატორები:                

  • პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობა.

 

  1. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00)

ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად, აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, თვითმმართველობა განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობასა და შესაბამისი პირობების შექმნას, სპორტული მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაციას. ასევე გაგრძელდება ბოლნისის ეპარქიის ფინანსური მხარდაჭერა ეკლესიების, მონასტრების რესტავრაცია და შემდგომი აღორძინებისათვის.

 

პროგ. კოდი დასახელება 2015 წლის პროექტი 2016 წლის პროგნოზი 2017 წლის პროგნოზი 2018 წლის პროგნოზი
05 00 კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი 2999.0 3353.0 3353.0 3353.0
05 01 სპორტის განვითარების ხელშეწყობა 1706.0 2030.0 2030.0 2030.0
05 01 02 სპორტული სკოლები 400.0 350.0 350.0 350.0
05 01 03 საჭადრაკო სკოლა 76.0 80.0 80.0 80.0
05 01 04 საფეხბურთო კლუბი „სიონი“-ს დაფინანსება 500.0 800.0 800.0 800.0
05 01 05 სპორტული კლუბების დაფინანსება 500.0 500.0 500.0 500.0
05 01 06 სპორტული მოედნების, საცურაო აუზის და დარბაზების მშენებლობა-რეაბილიტაცია 230.0 300.0 300.0 300.0
05 02 კულტურის განვითარების ხელშეწყობა 1100.3 1110.0 1110.0 1110.0
05 02 02 საკლუბო, საბიბლიოთეკო, სამუზეუმო გაერთიანება 840.0 850.0 850.0 850.0
05 02 03 მუსიკალური სკოლა 130.3 130.0 130.0 130.0
05 02 04 თეატრის დაფინასება 130.0 130.0 130.0 130.0
05 03 საზოგადოებრივი და ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელშეწყობა 0.0 20.0 20.0 20.0
05 04 რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა 120.0 120.0 120.0 120.0
05 05 ტელე-რადიო მაუწყებლობა და საგამომცემლო საქმიანობა 72.7 73.0 73.0 73.0

 

 

4.1. სპორტის განვითარების ხელშეწყობა

 

პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება, განხორციელდება სპორტული მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაცია.

 

  მოსალოდნელი შუალედური შედეგები:

 

  • ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება;
  • სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება;

 

შედეგების შეფასების ინდიკატორები:

                              

  • ჩატარებული სპორტული ღონისძიებების რაოდენობა;
  • სხვადასხვა ტურნირზე წარმატებული სპორტსმენების რაოდენობა;
  • რაბილიტირებული ინფრასტრუქტურული ობიექტები;

 

4.1.1. სპორტული სკოლები

 

ქვეპროგრამა მოიცავს ააიპ „სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულება – ბოლნისის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი“-ს  დაფინანსებას, სადაც ფუნქციონირებს სპორტის სხვადასხვა სახეობის წრეები და  უზრუნველყოფს ამ სახეობების განვითარებას, მოზარდთა მაქსიმალური რაოდენობის ჩაბმას და მათთვის საწვრთნელი პირობების შექმნას.

 

  4.1.2. საჭადრაკო სკოლის დაფინანსება

 

ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება  საჭადრაკო სკოლა ,,ნონა“, რაც ხელსშეუწყობს ამ სპორტის განვითარებასა და პოპულარიზაციას მუნიციპალიტეტში.

 

 

   4.1.3.  საფეხბურთო კლუბისიონი“- დაფინანსება

 

ქვეპროგრამა მოიცავს საფეხბურთო კლუბი „სიონი“ –ს უმაღლეს ლიგაში მონაწილეობის ხელშეწყობას.

 

4.1.4.  სპორტული კლუბების  დაფინანსება

 

ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ააიპ „რაგბის კლუბი ბოლნისი“-ს    უმაღლეს ლიგაში მონაწილეობის ხელშეწყობა.

 

  4.1.5. სპორტული მოედნებისა და დარბაზების მშენებლობა-რეაბილიტაცია

 

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება  სპორტული მოედნების რეაბილიტაცია.

 

 

4.2 .კულტურის განვითარების ხელშეწყობა

 

კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით, პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტის ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიება, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიება.

 

მოსალოდნელი შუალედური შედეგები:

 

  • მოსახლეობაში ქართული კულტურის, ტრადიციების დაცვა და შენარჩუნება;
  • მოსახლეობის აქტუალური ჩართვა კულტურულ ღონისძიებებში;

 შედეგების შეფასების ინდიკატორები:

                                              

  • ჩატარებული კულტურული ღონისძიებების რაოდენობა;
  • კულტურულ ღონისძიებებში ჩართული მოსახლეობის რაოდენობა;

 

4.2.1.საკლუბო, საბიბლიოთეკო, სამუზეუმო გაერთიანება

ქვეპროგრამა ითვალისწინებს ააიპ „ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკლუბო, საბიბლიოთეკო, სამუზეუმო გაერთიანება „კულტურის ცენტრი“-ს მიერ ორგანიზებული ღონისძიებების დაფინანსებას. როგორებიცაა: ხელოვნების დარგების განვითარების ხელშეწყობა, ლიტერატურული და თოჯინების თეატრებისა და ხალხური რეწვის დარგების აღორძინება- პოპულარიზაცია, ნიჭიერი, ინდივიდუალური შემსრულებლებისა და შემოქმედებითი კოლექტივების საქმიანობის ხელშეწყობა, სამუსიკო და ქორეოგრაფიული ნიმუშების შესწავლისა და პოპულარიზაციისათვის სათანადო პირობების შექმნა. სამუზეუმო ნიმუშების პოპულარიზაცია, გამოფენა და მოვლა-შენახვა, ბიბილიოგრაფიული და საინფორმაციო მუშაობის ხელშეწყობა, წიგნადი ფონდების შევსება-დაკომპლექტება და სრული აღრიცხვა.

 

4.2.2. მუსიკალური სკოლა

 

ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ააიპ „ბოლნისის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლა“  . დაწესებულებაში სწავლობს 130 -მდე მოსწავლე, რაც ხელს შეუწყობს მოზარდ თაობაში ხელოვნების განვითარებას.

 

 4.2.3. თეატრის დაფინასება

 

ქვეპროგრამა ითვალისწინებს   ააიპ „ბოლნისის მუნიციპალიტეტის თეატრი“-ს მიერ ორგანიზებული ღონისძიებების დაფინანსებას, როგორებიცაა: მხატვრული აღზრდის პროპაგანდა, ეროვნული თეატრალური ხელოვნების განვითარება, სასცენო ხელოვნების განმტკიცება, ტრადიციების აღორძინება და განვითარება, ზოგადსაკაცობრიო იდეალების პროპაგანდა, საზოგადოებისა და ახალგაზრდობის ზნეობრივი და სულიერი სამყაროს გამდიდრება.

 

 4.3.  რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა

 

პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ბოლნისის ეპარქიის  ფინანსური მხარდაჭერა, რაც გამოიხტება ახალი ტაძრების მშენებლობაში, ისტორიული ეკლესია-მონასტრების აღდგენასა და მათ შემდგომ აღორძინებაში.

მოსალოდნელი შუალედური შედეგები:

 

  • სასულიერო კერების რაოდენობის ზრდა;

  შედეგების შეფასების ინდიკატორები:

               

  • სასულიერო კერების რაოდენობა;

 

4.4.  ტელერადიო მაუწყებლობა და საგამომცემლო საქმიანობა

 

პროგრამა ითვალისწინებს შპს „გაზეთი ბოლნისი“-ს დაფინანსებას ფუნქციონირებისათვის , რომელიც ახორციელებს ,  მუნიციპალიტეტში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების  გაშუქების.

 

      მოსალოდნელი შუალედური შედეგები:

 

  • მოვლენების ობიექტური გაშუქება.

       შედეგების შეფასების ინდიკატორები:

         

  • რეალიზებული გაზეთის  რაოდენობა;
  1. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა

 

მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. თვითმმართველობა არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებითა და შეღავათით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ ქალაქის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებისაგან.

 

პროგ. კოდი დასახელება 2015 წლის პროექტი 2016 წლის პროგნოზი 2017 წლის პროგნოზი 2018 წლის პროგნოზი
06 00 მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა 1748.5
  1. 1829. 0
  2. 1829. 0
  3. 1829. 0
06 01 ჯანდაცვის პროგრამები 269.5 272,0 272,0 272,0
06 01 01 საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება 177.5 180.0 180.0 180.0
06 01 02 ამბულატორიების დაფინანსება 10,0 10,0 10,0 10,0
06 01 03 სარეაბილიტაციო ცენტრი (განთიადი) 82.0 82,0 82,0 82,0
06 02 სოციალური პროგრამები 1479.0
  1. 1557. 0
  2. 1557. 0
  3. 1557. 0
06 02 01 ავადმყოფთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა (ეპილეპსია, პარკინსონი, ონკოდაავადებები და ბრონქიალური ასთმა) 90.0 100,0 100,0 100,0
06 02 02 მატერიალური დახმარებები (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, უსინათლო ინვალიდები,მარტოხელა უპატრონო ინვალიდები, დიალიზით მოსარგებლე ადამიანები და რეინტეგრირებული ბავშვები) 113.0 115,0 115,0 115,0
06 02 03 მოხუცთა პანსიონატი სათნოების სახლი (წითელი ჯვარი) 346.0 350,0 350,0 350,0
06 02 04 სამედიცინო უზრუნველყოფის პროგრამა (სტაციონალური, ამბოლატორიული, მედიკამენტური და დიაგნოსტიკური კამოკვლევები)
  1. 0
  2. 180. 0
  3. 180. 0
  4. 180. 0
06 02 05 დევნილთა დახმარებები (კომუნალურები)
  1. 0
  2. 30. 0
  3. 30. 0
  4. 30. 0
06 02 06 სპორტსმენთა და სტუდენტთა დახმარება
  1. 0
  2. 210. 0
  3. 210. 0
  4. 210. 0
06 02 07 პედაგოგების, დევნილების და მოქალაქეების მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის შეღავათი
  1. 0
  2. 240. 0
  3. 240. 0
  4. 240. 0
06 02 08 ომის ვეტერანთა და მათთან გათანაბრებულ პირთა ერთჯერადი მატერიალური დახმარება
  1. 0
  2. 22. 0
  3. 22. 0
  4. 22. 0
06 02 09  დახმარებები და ერთჯერადი განაცემები, ზეპროგრამული
  1. 0
200.0 200.0 200.0
06 02 10 სარიტუალო მომსახურების უზრუნველყოფის ხარჯები 5.0 5.0 5.0 5.0
06 02 11 სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება
  1. 0
  2. 105. 0
  3. 105. 0
  4. 105. 0

 

  5.1.  ჯანდაცვის პროგრამები

 

პროგრამა ითვალისწინებს  „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას.

 

      მოსალოდნელი შუალედური შედეგები:

 

  • მოსახლეობის დაცვა სხვადასხვა ინფექციურ დავადებათა გავრცელებისაგან;

 

      შედეგების შეფასების ინდიკატორები:

                                              

  • ჩატარებული პრევენციული ღონისძიებები;
  • პროგრამაში მონაწილე ბენეფიციართა რაოდენობა;

 

5.1.2 . საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება

 

ქვეპროგრამა  ითვალისწინებს ააიპ „დაავადებათა აღრიცხვის, კონტროლის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და პრევენციული მედიცინის ცენტრი“-ს დაფინანსებას, რომლის მიერ  განახორციელდება:

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეპიდკეთილსაიმედო სიტუაციის შექმნა და შენარჩუნება; ეპიდსიტუაციის გამწვავების დროული გამოვლენის ხელშეწყობა და მათზე სწრაფი რეაგირება; მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში არაგადამდებ დავადებათა პრევენცია და მოსახლეობის ინფორმირების გზით ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა; სადერატიზაციო, სადეზინსექციო და სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება  ორგანიზაციებში, სკვერებსა და  ნაგვის შემკრებ ბუნკერებში; ასევე მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო და  საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობის გზით ეპიდკეთილსაიმედო სიტუაციის შექმნა.

 

   5.2 .  სოციალური პროგრამები

 

პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას;  მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებითა და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, სტუდენტთა და სპორტსმენთა სოციალურ დახმარებას, იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ დახმარებასა და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

 

     მოსალოდნელი შუალედური შედეგები:

 

  • მუნიციპალიტეტში მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება;
  • მუნიციპალიტეტში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება;

     

 შედეგების შეფასების ინდიკატორები:

                                              

  • პროგრამაში მონაწილე ბენეფიციართა რაოდენობა;

 

  5.2.1.  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა

 

ქვეპროგრამა ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  (I და II ჯგუფის) უსინათლო ინვალიდების ყოველთვიურ დახმარებას 100 ლარის ოდენობით, შეზღუდული შესაძლებლობების პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ დამოუკიდებლად გადაადგილებას –  150 ლარის ოდენობით, ხოლო ვინც ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას და არ გააჩნიათ იურიდიული მარჩენალი – ყოველთვიურად 400 ლარის ოდენობით.

 

   5.2.2.  ხანდაზმულთა  სახლის  და უფასო სასადილო დაფინანსება

ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია უმწეო მდგომარეობაში მყოფი მოხუცების თავშესაფრით, კვებითა და სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა. ასევე გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი  მოსახლეობისა და სხვა უმწეო მდგომარეობაში მყოფი 450-მდე ბენეფიციარის ყოველდღიურად კვებით უზრუნველყოფა.

 

 5.2.3.  სტუდენტთა და სპორცმენთა დახმარება

ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში მცხოვრები მრავალშვილიანი (სამი და მეტი), სოციალურად დაუცველი (0-დან 70001 ქულამდე), ოჯახში  2 ან მეტი , ობოლი ან  მარჩენალდაკარგული, იძულებით გადაადგილებული    სტუდენტების  დახმარება, რომლებიც სწავლობენ აკრედიტირებულ  უმაღლეს სასწავლებლებში.  ზემოთ ჩამოთვლილი   სამი ან მეტი კატეგორიის მქონე სტუდენტები დაფინანსდებიან 100 ლარით, ხოლო დანარჩენი 70 ლარით ყოველთვიურად (01თებერვლიდან -01 აგვისტომდე და 01 სექტემბრიდან-31 დეკემბრამდე  პერიოდში). პროგრამა ასევე ითვალისწინებს   მუნიციპალიტეტში მცხოვრები იმ სპორტსმენების ყოველთვიურ დახმარებას არაუმეტეს 200 ლარისა, რომლებმაც 2013-2014 წლებში  მიაღწიეს წარმატებებს (ჩემპიონები და პრიზიორები). ასევე სპორტსმენები, რომლებიც პროგრამის მოქმედების პერიოდში გახდებიან ჩემპიონები ან პრიზიორები, მიიღებენ ერთჯერად დახმარებას (მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი 1000 ლარის ოდენობით, ხოლო პრიზიორი 500 ლარის ოდენობით; საქართველოს ჩემპიონი 500 ლარის ოდენობით, ხოლო პრიზიორი 200 ლარის ოდენობით).

 

    5.2.4.  სამედიცინო უზრუნველყოფა

ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში მცხოვრები ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო დახმარება, სოციალურად დაუცველთა (0-დან 150 001 ქულამდე ) ,დედ-მამით  ობოლ არასრულწლოვანთა, შეზღუდული შესაძლებლობის პირების, ომის ვეტერანებისა და იძულებით გადაადგილებული პირების, რომელთაც არ აფინანსებს საყოველთაო დაზღვევა, რეფერალური პროგრამები და  ჯანმრთელობის სხვა დაზღვევები.

 

   5.2.5.  ავადმყოფთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა

ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქრონიკულად დაავადებული პირების მედიკამენტებით უზრუნველყოფა, შემდეგ კატეგორიებზე: ეპილეფსია, ბრონჰიალური ასთმა, პარკინსონი, ონკოლოგია და ფსორიაზი.

 

 5.2.6.  მატერიალური დახმარებები

ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია  სოციალურად დაუცველი და  განსაკუთრებით ეკონომიკურად შეჭირვებული  მოსახლეობის დახმარებები, რომლებიც მოცემულ სიტუაციაში ვერ სარგებლობენ სოციალურად დაუცველის სტატუსით. ბოლნისის ტერიტორიაზე მცხოვრები ავადმყოფები, რომლებიც საჭიროებენ ჰემოდიალიზით მკურნალობას, გაეწევათ დახმარება ყოველთვიურად 50 ლარის ოდენობით.

 

   5.2.7.  ომის ვეტერანთა და მათთან გათანაბრებულ პირთა ერთჯერადი მატერიალური დახმარება

ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახების, ვეტერანების და მათთან გათანაბრებული პირების ერთჯერადი მატერიალური დახმარება, თითოეულზე 300 ლარის ოდენობით. აგრეთვე 2008 წელს საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა ოჯახები მიიღებენ ერთჯერად დახმარებას, თითოეული 500 ლარის ოდენობით.

 

 5.2.8. პედაგოგების, დევნილების და მოქალაქეების მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეღავათების ხარჯი

ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია შპს „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის  სამსახური“-ს  დაფინანსება შიდა მუნიციპალური ტრანსპორტით მუნიციპალიტეტის მოსახლეობის შეღავათიანი ტარიფით მგზავრობის შესანარჩუნებლად.

 

   5.2.9.  სარიტუალო მომსახურების უზრუნველყოფის ხარჯები

ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ომის ვეტერანთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და  მარტოხელა სოციალურად დაუცველ პირთა  დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულ ბენეფიციარზე 250 ლარის ოდენობით.

 

    5.2.10.  კომუნალური გადასახადების დაფარვა

ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კომპაქტურად ჩასახლებული იძულებით გადაადგილებული ოჯახებისათვის კომუნალური გადასახადების დაფარვა და სოციალურ საცხოვრისში შესახლებული ბენეფიციარების კომუნალური გადასახადების დაფარვა.

 

 


Share.

Comments are closed.