რა ცვლილებები შევიდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოციალურ პროგამაში

0

133872919ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ 800-მდე ოჯახს ადგილობრივი ბიუჯეტიდან, მიმდინარე წელს ერთჯერადად აუნაზღაურდება ელექტრო ენერგიის საფასური. აღნიშნული ერთჯერადი დახმარება თითოეულ ოჯახზე 50 ლარით განისაზღვრა.

ცვლილება შევიდა სოციალური პროგრამის მე-13-ე მუხლშიც, რომლის  თანახმადაც ერთჯერადი დახმარების ზედა ზღვარი 1000 ლარამდე გაიზარდა, რომელიც კონკრეტული კატეგორიების გათვალისწინებით გაიცემა.

„ფულადი დახმარების ზედა ზღვარი განსაზღვრული იყო 200 ლარით, შეტანილი ცვლილების საფუძველზე ზედა ზღვარი მოიმატებს და გახდება 1000 ლარი. რაც მიმართულია  კონკრეტულ კატეგორიებზე, ესენია: სოციალურად დაუცველი მარტოხელა პენსიონერები, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები და სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებსაც ჰყავთ სამი ან  მეტი შვილი, რომელთაგანაც ერთ-ერთი შეზღუდული შესაძლებლობებისაა“. –აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოციალური განყოფილების უფროსმა შავლეგ მუშკუდიანმა.

საკრებულოს გადაწყვეტილებით სპეციალურად შექმნილი მუდმივ მოქმედი კომისია შეისწავლის სოციალურად დაუცველი იმ  ოჯახების პირობებს, რომლებიც ცხოვრობენ ავარიულ შენობებში და მოხდება სახლების გარემონტება. „ამ ოჯახებისთვის ბოლნისის ბიუჯეტიდან არაერთხელ გაგვიცია როგორც მატერიალური დახმარება, ისე სამშენებლო მასალები, თუმცა მათი საცხოვრებელი პირობები მაინც იგივე რჩება. ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩვენ თვითონ შევისწავლოთ და შესაბამისად მოვუგვაროთ ელემეტარული საცხოვრებელი პირობები. ამ პროგრამის ფარგლებში მოხდება ავარიული შენობების სახურავების შეკეთება, იატაკის დაგება, ფანჯრების ჩასმა და ა.შ. ‘’ – აღნიშნა bolnisi.ge-თან სოციალური განყოფილების უფროსმა.


Share.

Comments are closed.