პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით დიდ ბრიტანეთს ეწვევა

0

380_45706_463929_6269_754278754663203_4033074753235870953_n_650დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით დიდ ბრიტანეთს ეწვევა.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვედრებს გამართავს გავლენიანი სარეიტინგო კომპანიების ხელმძღვანელებთან. 24 ნოემბერს ირაკლი ღარიბაშვილი Moody-ს, Fitch Ratings-ის და Standard & Poor’s -ის პრეზიდენტებს შეხვდება.

გარდა სარეიტინგო კომპანიებისა, ლონდონში ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა მსხვილ ინვესტორებთან და ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებთან.

ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი Financial Times-ს ექსკლუზიურ ინტერვიუს მისცემს.

საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პრემიერ-მინისტრთან არსებული ეკონომიკური საბჭოს მდივანი რომან ჩხენკელი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე, დიდ ბრიტანეთს 25 ნოემბერს დატოვებს.


Share.

Comments are closed.