პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს

0

загруженное (4)„გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იცნობს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებული საქმის მასალებს, სიმართლეს არ შეესაბამება.

პრემიერ-მინისტრისთვის ცნობილია პროკურატურის საჯარო განცხადებები, ასევე, ბუნებრივია მთავრობის მეთაური ამ საქმესთან დაკავშირებით ფლობს დამატებით ინფორმაციას, მაგრამ არა საქმის მასალებს. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ გამოძიების მასალებზე ხელი არავის მიუწვდება, გარდა საქმეში მონაწილე პირებისა.” – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის პრესსამსახურმა გაავრცელა. 


Share.

Comments are closed.