ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით საჯარო რეესტრი ახალ პროექტს იწყებს

0

image002საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ნორვეგიის მიწის რეგისტრაციის, კადასტრის, გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სააგენტოსთან ერთად ახალ პროექტს იწყებს. პროექტის მხარდამჭერი ნორვეგიის მთავრობაა.

პროექტის მიზანია საქართველოს  1/3 ტერიტორიის (20000 კვ.კმ-ის) აერო-ფოტო რუკების შექმნას, რომელიც  საკადასტრო რუკების, მიწათსარგებლობის დაგეგმარებისა და მიწის მართვისთვის გამოიყენება.

პროექტი ასევე ითვალისწინებს  ორთოფოტოების დასამუშავებლად სტერეო-სადგურებისა და სააგენტოს შესაბამისი ტექნიკით აღჭურვას.   პროექტის ფარგლებში გამოცდილი კონსულტანტები ქართველ სპეციალისტებს ჩაუტარებენ ტრენინგებს ფოტო და სტერეოგრამეტრიაში, ასევე ორთოფოტოების დამუშავებასა და აეროგადაღების ტექნიკური სპეციფიკაციების საკითხებზე.

პროექტი  2015 წლის დასაწყისში დაიწყება და 2017 წელს  დასრულდება. პროექტის საერთო ღირებულება კი 1,7 მილიონი ევროა . აქედან ნორვეგიის მთავრობის გრანტი შეადგენს 1 400 000 ევროს, ხოლო სააგენტოს შენატანი- პროექტში 300 000 ევროს.

ნორვეგიის მიწის რეგისტრაციის, კადასტრის, გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სააგენტოს  (Statens Kartvek) უდიდესი გამოცდილება გააჩნია კარტოგრაფიისა და და გეოდეზიის სფეროებში. ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით,  სააგენტომ ბალკანეთის და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს , საჯარო წვდომის მიზნით გეოგრაფიული ინფორმაციის გავრცელებში დახმარება გაუწიეს.


Share.

Comments are closed.