,,მშვიდობა მნიშვნელოვანია’’ – არასამთავრობო ორგანიზაციამ ბოლნისში ტრენინგი ჩაატარა

0

10833564_1574307169448984_1791338147_nტრენინგს ბოლნისის საჯარო სკოლების მოსწავლეები, მასწავლებლები,  არასამთავრობო ორგანიზაციების,  ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლები  ესწრებოდნენ.  ,, მშვიდობა მნიშვნელოვანია’’-  ასე ჰქვია მიმდინარე პროექტს,  რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საზოგადოება პოზიტიური ცვლილებებისთვის’’ და berghof-ის ფონდი ახორციელებს. მის ფარგლებში ტრენერები საინფორმაციო შეხვედრებს  მართავენ თბილისსა და საქართველოს რეგიონებში.

,,დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ ომისა და მშვიდობის თემაზე. ძირითადად შევეხეთ იმ საკითხებს, რისი საშუალებითაც უნდა ვაშენოთ მშვიდობა.  მშვიდობისათვის საჭიროა გარკვეული ძალისხმევა, სწორედ ამ ძალისხმევის ერთ-ერთი ახალი მეთოდი გავაცანით  დღეს საზოგადოებას, რათა გაიაზრონ მისი მნიშვნელობა და თავად აიღონ პასუხისმგებლობა იმ პრობლემების მოგვარებაზე, რაც მათ გარშემო  არსებობს.  ეს არის ჩვენი ძირითადი გზავნილი.

მსგავს საკითხებზე გერმანელ კოლეგებთან  და berghof-ის  ფონდთან  ერთად 2008 წლიდან ვმუშაობთ. დავიწყეთ ქართულ-ოსური, ქართულ- აფხაზური არასამთავრობო დიალოგების პროცესებზე მუშაობა, რომლის  ფარგლებშიც ძალიან ბევრი  საინტერესო პროექტი განვახორციელეთ. ოსებისა და აფხაზების შემდეგ  ჩვენს  საქმიანობას შემოუერთდნენ   ყარაბაღის, სომხეთის, აზერბაიჯანის წარმომადგენლები და რამდენიმე ღონისძიება სამხრეთ კავკასიის მასშტაბითაც განვახორციელეთ.“ – აღნიშნა არასამთავრობო ორგანიზაცია            ,,საზოგადოება პოზიტიური ცვლილებებისთვის“ დამფუძნებელმა და პროექტების კოორდინატორმა თინათინ ასათიანმა.


Share.

Comments are closed.