დაბა კაზრეთში სარდაფების პრობლემა მოგვარდება

0

კაზრეთიწლებია დაბა კაზრეთის სარდაფებში შექმნილი სიტუაცია მოსახლეობას პრობლემას უქმნის.  წყლისა და კანალიზაციის დაზიანებულმა მილებმა მთლიანად დატბორა მრავალსართულიანი ბინების სარდაფები. შექმნილი ანტისანიტარიის გამო  მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს. პრობლემა დაბის დეპუტატმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას გააცნო და გამარტივებული შესყიდვის წესით ითხოვა სამუშაოების დაწყება, ვინაიდან პრობლემა დროულად მოგვარებულიყო. წყლისა და კანალიზაციის გაყვანილობა დაბაში მთლიანად მოსაწესრიგებელია, თუმცა ამ ეტაპზე 10 სადარბაზოში, სადაც მდგომარეობა საგანგაშოა უახლოეს მომავალში დაიწყება სამუშაოები, შეიცვლება გაყვანილობა და გაიწმინდება სარდაფები. დეპუტატის განცხადებით სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 30 ათასი ლარი გამოიყოფა.


Share.

Comments are closed.