ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგი მეშველიანი საქართველოს თვითმართველობის ეროვნული ასოციაციის წევრებთან ერთად ლიტვაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. დელეგაციის წევრებმა შეხვედრა გამართეს ლიტვის შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტში, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე სერჟიუს კარიშპინოვიჩიუსთან, სადაც ლიტვის რეგიონული პოლიტიკის შესახებ პრეზენტაცია მოეწყო.
საქართველოს დელეგაციის წევრებს შეხვედრები ქონდათ სეიმის სახელმწიფო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების კომიტეტებში. სტუმრებს მასპინძლობა კომიტეტის თავმჯდომარემ ბრონიუს კლეპონიმ გაუწია.
საქართველოს დელეგაცია ლიტვაში 21 ნოემბრამდე დარჩება.
ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაცია აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ახორციელებს პროექტს ,,კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და შერბილების ზომების ინსიტუციონალიზაცია საქართველოს რეგიონებში”. პროგრამის ფარგლებში და ლიტვის ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციის მოწვევით, საქართველოს დელეგაცია 17-21 ნოემბერს სამუშაო შეხვედრებს მართავს ლიტვის ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციაში.
ლიტვაში სამუშაო ვიზიტით მყოფი გოგი მეშველიანი რამდენიმე მნიშვნელოვან შეხვედრას დაესწრო
0
Share.