კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

0

1416989397გვსურს, გამოვეხმაუროთ „საყდრისის გადარჩენის კომიტეტის“ წევრთა პროტესტს საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროსთან დაკავშირებით.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე მზადაა შეხვდეს ყველა კომპეტენტური ორგანიზაციის წარმომადგენელს და მათთან ერთად განიხილოს თემა.

თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ საკითხმა რამდენიმე თვეა სამართლებრივ ჭრილში გადაინაცვლა და საქმეს სააპელაციო სასამართლო განიხილავს, ამ ეტაპზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პოზიციის დაფიქსირება შესაძლებელია ჩაითვალოს სასამართლოზე ზეწოლად. ამიტომ, უწყება თავს იკავებს საკითხის წინასწარი კომენტირებისგან.

ცნობისთვის, საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრები კულტურის მინისტრისგან საყდრისთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებას ითხოვენ. კომიტეტის რამდენიმე წევრი კულტურის სამინისტროს მისაღებში იმყოფება, სადაც მიხეილ გიორგაძისათვის გადასაცემი საინფორმაციო წერილები დატოვეს. კომიტეტის წევრები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.
„სამ თვეზე მეტია მინისტრი მიხეილ გიორგაძე კულტურის მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა, იგი საზოგადოებას დაპირდა, რომ საყდრისი-ყაჩაღიანის ძეგლთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებდა და საზოგადოებას გააცნობდა, თუმცა ამ დრომდე მინისტრს არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია. უფრო მეტიც, მინისტრს არ გააჩნია პოზიცია ძეგლთან დაკავშირებით.” – აცხადებს საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრი ირაკლი მამალაძე.


Share.

Comments are closed.