კონკურენციის სააგენტომ ნავთობპროდუქტების ბაზრის შესწავლა დაიწყო

0

გიორგი ბარაბაძეკონკურენციის სააგენტომ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საკუთარი ინიციატივით, ნავთობპროდუქტების ბაზარზე არსებული მდგომარეობის  შესწავლა დაიწყო. სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი ბარაბაძის შესაბამისი  ბრძანებით განისაზღვრა მოკვლევის ჯგუფი.

ამასთან, კონკურენციის სააგენტო კანონმდებლობის შესაბამისად, საკუთარი ინიციატივით ახორციელებს ცალკეულ სასაქონლო ბაზრებზე დაკვირვებას. ამ ეტაპზე მიღებულია გადაწყვეტილება ყავის სასაქონლო ბაზრის შესწავლის შესახებ.

ამავდროულად, კონკურენციის სააგენტოში ოფიციალურად შესულია ორი განცხადება, ფქვილის პრობლემატიკასა და წყალტუბოში თერმული წყლების შესაძლო მონოპოლიზაციის საკითხებთან დაკავშირებით.

ამ ეტაპზე აღნიშნული განცხადებების დასაშვებობის განხილვამიმდინარეობს. კანონით დადგენილ ვადაში, მიღებულ იქნება გადაწყვეტილება კანონმდებლობით განსაზღვრული შემდგომი პროცედურების შესახებ, რაზეც საზოგადოებას მიეწოდება შესაბამისი ინფორმაცია.

სააგენტო „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეიქმნა და მისი ძირითადი მიზანია საქართველოში ბაზრის ლიბერალიზაციის, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის ხელშეწყობა. კონკურენციის სააგენტო დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირია და ანგარიშვალდებულია უშუალოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე.


Share.

Comments are closed.