თემაზე ყველაფერი „სულხან-საბას შესახებ“ სკოლებს შორის ვიქტორინა ჩატარდა

0

10751584_673933169388095_1516632100_n„საბაობა 2014“-ის ფარგლებში ჩატარებულ ვიქტორინაზე 24 კითხვა იყო დასმული, აქედან 16 სწორი პასუხით გამარჯვება ბოლნისის №5 საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა. საუკეთესო კაპიტნად ჟიურიმ იოანე ბოლნელის სახელობის სასულიერო სკოლის მოსწავლე ბექა ბესალაშვილი, ხოლო საუკეთესო მოთამაშედ კი №5 საჯარო სკოლის მოსწავლე იზოლდა არზუმანიდუ დაასახელა.  ვიქტორინის წამყვანები და დამკვირვებლები კერძო  სკოლა „დავითიანის“ მოსწავლეები  იყვნენ.

,, გული მწყდება, რომ ჩემი სკოლის ბავშვები არ მონაწილეობენ არცერთ კონკურსში, ვინაიდან  მორალური უფლება არ მაქვს ჩემი მოსწავლეები ჩავრთო  ამ აქტივობებში როგორც კონკურსანტები, რადგანაც ჩვენ  თვითონ ვართ  კვირეულის ორგანიზატორები. რაც შეეხება დღევანდელ ვიქტორინას ნახეთ თუ რა კარგად გაართვეს მოსწავლეებმა ყველა დასმულ კითხვას თავი. გვქონდა ბლიც კითხვებიც რომლის ფარგლებშიც სამი კითხვიდან სამივეს სწორი პასუხი გასცა სასულიერო სკოლის მოსწავლემ და ამიტომ ის დასახელდა საუკეთესო კაპიტნად, საუკეთესო მოთამაშის  ნომინაციაში კი №5  საჯარო სკოლის მოსწავლე  დასახელდა რომელიც ნამდვილად არაჩვეულებრივი ბავშვია.  მინდა  ყველას მადლობა გადავუხადო მონაწილეობისთვის,  მივულოცო  გამარჯვებულებს და წარმატებები ვუსურვო  მათ.“ –  აღნიშნა  კვირეულის ორგანიზატორმა მარინა გორშკოვამ.


Share.

Comments are closed.