ეკომიგრანტების განსახლების კრიტერიუმებში ცვლილებები შევიდა

0

BDC18BC5-F82F-4296-9485-CD3F33510285_mw1024_s_nსაქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრისბრძანების საფუძველზე, ცვლილებები შევიდა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულოჯახების განსახლების კრიტერიუმებში.

სამინისტროს მიერ მომზადდა ცვლილებების პაკეტი, რომელიც სამოქალაქო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს გაეგზავნათ.   საბოლოო რედაქციის ჩამოყალიბება, ხანგრძლივი მუშაობის შედეგად, სამოქალაქო სექტორის რეკომენდაციების გათვალისწინებით მოხდა.  განახლების შემდგომ,  კრიტერიუმები უფრო მეტად მოქნილი და მობილური გახდა.

ცვლილებების შედეგად, მანამდე არსებული დაზარალების 4 კატეგორია შეიცვალა და 2 კატეგორიად ჩამოყალიბდა.

პირველი კატეგორია  მოიცავს ეკომიგრანტ ოჯახებს, რომელთა სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია სტიქიური მოვლენის შედეგად(მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარის ნაპირების გარეცხვა, თოვლის ზვავი, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა) და არ ექვემდებარება აღდგენას.

მეორე კატეგორია აერთიანებს სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს, რომელთა სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარის ნაპირების გარეცხვა, თოვლის ზვავი, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა),  საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას.

შესაბამისად,  ცვლილებები შევიდა სოციალური კრიტერიუმების პაკეტშიც. პირველ კატეგორიისათვის, 5 ქულის ნაცვლად, განისაზღვრა 10 ქულა. მეორე კატეგორია 4-ის მაგივრად 7 ქულას მიიღებს.

კრიტერიუმების დახვეწის პარალელურად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, 2014 წლის 5 ნოემბრიდან, განსახლების მსურველი ეკომიგრანტი ოჯახების განაცხადების მიღება (დაზარალებულის მიერ საცხოვრებელი სახლის მოძიების შესახებ)დაიწყო. აპლიკაციების მიღება უწყვეტ რეჟიმში 2015 წლის განმავლობაში გაგრძელდება.

სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს, შესაძლებლობა ეძლევათ, 20 000 ლარის ფარგლებში,  საცხოვრებელი სახლი თავისი სურვილის მიხედვით, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მოიძიონ.  ეკომიგრანტი ოჯახების მიერ სახლების შერჩევა, ხელს უწყობს  განსახლების შემდგომ მათი ინტეგრაციის პროცესს.

აღსანიშნავია, რომ 2015 წლის საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში,სამინისტრო   სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 90-მდე  ოჯახს განასახლებს, რაც 3-ჯერ აღემატება სამინისტროს მიერ 2013-2014 წლებში განსახლებული ოჯახების რაოდენობას.

სამინისტროს უნდა მიმართონ იმ ოჯახებმა, რომლებიც დაზარალდნენდა გადაადგილებას ექვემდებარებიან შემდეგი  სტიქიური მოვლენებიდან გამომდინარე: მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარის ნაპირების გარეცხვა, თოვლის ზვავი,გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა.

დაზარალებულმა ოჯახებმა განაცხადის შესავსებად უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • განმცხადებლისა და მისი ოჯახის წევრების პირადობის დამატასტურებელი მოწმობა;
  • ოჯახის არასრულწლოვანი წევრების დაბადების მოწმობები;
  • ამონაწერი სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზიდან(თუ სოციალური სააგენტოს მიერ მინიჭებული ქულა არ აღემატება 57001-ს);
  • სამედიცინო დოკუმენტი ფორმა NIV-100/, (თუ ოჯახის წევრი ან წევრები
    არის მუდმივად მწოლიარე, ან აქვს დარღვეული ფსიქიკური ფუნქცია; ), ასევე ფორმა N50/2 (თუ ოჯახის წევრი ან წევრები არიან ონკოლოგიური დაავადების მატარებელი)
  • სამედიცინო დაწესბულების მიერ გაცემული სამედიცინოსაექსპერტიზო
    შემოწმების აქტი (თუ ოჯახის წევრი ან წევრები არიან მკვეთრად,
    მნიშვნელოვნად ან ზომიერად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის
    პირები);
  • მეუღლის გარდაცვალების მოწმობა, ბავშვების დაბადების მოწმობა და სხვა
    შესაბამისი დოკუმენტაცია (თუ მშობელი ან ქვრივი მარტო ზრუნავს
    მცირეწლოვან შვილზე ან შვილებზე);
  • მეურვეობის/მზრუნველობის დამადასტურებელი დოკუმენტი და სხვა (თუ
    ხანდაზმულები ახორციელბენ მეურვეობას ან მზრუნველობას
    არასრულწლოვანი შვილ(ებ)ის ან შვილიშვილ(ებ)ის მიმართ);

იმ სტიქიით დაზარალებული ოჯახების განაცხადი, რომლებმაც სამინისტროს მომართეს 30 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით განიხილება ავტომატურ რეჟიმში. შესაბამისად, ხელმეორედ განაცხადის გაკეთება ამ ოჯახების მხრიდან არ არის საჭირო.

 განაცხადის შესავსებად ოჯახის წარმომადგენელი უნდა გამოცხადდეს შემდეგ მისამართებზე:

  1.  ქ. თბილისი – თამარაშვილის 15ა (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო);
  2.  ქ. ზუგდიდი – რუსთაველის N87; (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს რეგიონალური სამმართველო);
  3.  ქ. ქუთაისი – ირაკლიაბაშიძის N27; ((საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს რეგიონალური სამმართველო);

 


Share.

Comments are closed.