დუბლებმა იმედები გაამართლეს

0

10799651_673398049441607_1084622168_n7 ნოემბერს, 14 საათზე ბოლნისის თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე გაიმართება მატჩი ბოლნისის  „სიონის“ და ქუთაისის „ტორპედოს“ დუბლებს შორის. წარმატებებს ვუსურვებთ ახალგაზრდა სპორტსმენებს, რომლებმაც ბოლნისელების იმედები გაამართლეს და მიმდინარე წელს 11 ტურის თამაშიდან 6 მოგება, 2 ფრე და მხოლოდ 3 წაგება აქვთ, სატურნირო ცხრილში კი მე-4-ე ადგილზე არიან.

რამდენიმე დღის წინ თბილისის „მარაკანას“ სტადიონზე გამართული მატჩი ცხინვალის „სპარტაკთან“ მოგებით 3:1 დაასრულეს, გოლები გაიტანეს ლაშა მანაგაძემ და ლაშა ჯინჭარაშვილი. აღსანიშნავია, რომ დუბლებში 99% ბოლნისელი თამაშობს და გუნდის მესვეურები თვლიან, რომ წარმატებაც ამიტომაა გარდაუვალი.

„დუბლების უმეტესობა ადგილობრივი კადრია, ჩვენი წარმატებაც სწორედ ამის დამსახურებაა, რადგან ადგილობრივი უფრო მეტადაა მონდომებული, რომ საკუთარი ქალაქი ასახელოს, აქცენტი გაკეთდა ამაზე, მონდომება და პროფესიონალიზმი დაამტკიცეს და შედეგიც დაიდო. ჩვენ მე-4-ე ადგილზე გაჩერებას არ ვაპირებთ. ამიტომ, ყველა ბოლნისელს ვთხოვთ 7 ნოემბერს მოვიდნენ თამაშზე და გვიგულშემატკივრონ“. – აღნიშნა bolnisi.ge-თან ბოლნისის „სიონის“ დუბლშემადგენლობის მწვრთნელმა მურმან ქურასბედიანმა.

Share.

Comments are closed.