დიაბეტის მსოფლიო დღეს წითელი ჯვარი გამოეხმაურა

0

10804927_302944473240115_2037674052_nდიაბეტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოს წითელი ჯვრის ბოლნისის ფილიალმა აქცია მოაწყო,  მოხალისეებმა მოსახლეობაში საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს.

დიაბეტთან ბრძოლის დღე დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით 1991 წლიდან აღინიშნება.  2006 წელს გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ 14 ნოემბერი ოფიციალურად აღიარა დიაბეტის მსოფლიო დღედ. დიაბეტის მსოფლიო დღის ძირითადი თემაა მოსახლეობის ინფორმირება დიაბეტის შესახებ და მისი პრევენცია. კამპანია დიაბეტზე პასუხისმგებელ ყველა პირს მოუწოდებს გააძლიერონ დაავადების კონტროლი.


Share.

Comments are closed.