დესის ბლოგი

0

10818690_845196662191237_2089515056_nიყო დრო, როდესაც ბუმბულივით მსუბუქი და უწონო ვიყავი. თითქოს შემეძლო  ცის სიმაღლეზე ფარფატით სეირნობა, თუმცა მახსენდება ისეთი დღეებიც თავი დედდამიწაზე ყველაზე მძიმე, ციდან დანარცხებული მეტეორი, რომ მეგონა. ჯერ ახალგაზრდა ვარ მაგრამ უკვევ ვხვდები, რომ წლები გაურკვევლობაში იკარგება, სიმსუბუქესა და სიმძიმეს შორის ბალანსის მოძებნა სირთულე აღმოჩნდა. თუმცა გასაღების მიგნება ადვილია  ამ კლიტეს სიკეთის თესვა ჰქვია. რასაც არ სჭირდება მაინდამაინც დიდი ფუფუნება, სიმდიდრე და პოპულარულობის მოპოვება. სიკეთის თესვა იწყება ერთი მარცვალით, მთავარია ჩვენში გავაღვიძოთ ის ვისაც შეუძლია კარგი მოსავალი მოიყვანოს. ხშირად მიფიქრია რატომ არის ცუდის კეთება უფრო მარტივი და პასუხიც ვიპოვე. მას ყოველთვის ღვიძავს ჩვენში და მზად არის დაამარცხოს ჩვენი ადამიანური თვისებები და გაუაზრებლად აკეთოს, ის რისი კეთების შემთხვევაშიც, ჩვენი სახელი ჭაობში იძირება და მხოლოდ ცუდ კვალს ტოვებს მომავალი თაობის მეხსიერებაში. ადამიანების შესაძლებლობები უსაზღვროა, ამიტომ თითოეულმა ჩვენგანმა ჩავჭიდოთ ერთმანეთს დახმარების ხელი და დავიწყოთ სიკეთის თესვა ერთი მარცვლიდან, ერთ მტკაველა მადლიან მიწაზე იმ რაიონში, რომელსაც ბოლნისი ჰქვია. რათა ვიყოთ კიდევ უფრო მისაბაძები, ვიდრე ახლა ვართ. სიფაქიზით და სიყვარულით მოვეპყროთ ჩვენს სამყოფელს, ვიზრუნოთ გარემოზე, ცხოველებზე და რაც მთავარია ადამიანებზე. გამოვიჩინოთ მეტი გულისხმიერება გაჭირვებულების და მოხუცების მიმართ, ერთმანეთს კი მეტი ღიმილი და  მეტი სითბო ვაჩუქოთ. ჩვენ ვართ ახალგაზრდები, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ხელშია ის ბერკეტები, რომლის სწორად გამოყენების შემთხვევაშიც მივიღებთ უკეთეს მომავალს. ეს ჩვენი რაიონია და ეს ჩვენ ვართ მისი შვილები, ვისაც შეუძლია გახადოს ის,  უფრო ნათელი და უფრო ძლიერი…


Share.

Comments are closed.