გოგი მეშველიანი ლიტვაში ვიზიტს განაგრძობს

0

10499501_851404521587335_7160963876076904593_oლიტვაში სამუშო ვიზიტით მყოფი ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან შეხვედრას დაესწრო. გოგი მეშველიანი, საქართველოს თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის წევრებთან ერთად 19 ნოემბერს კაუნასის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა. შეხვედრები კაუნასის ვიცე-მერთან, ასვე მუნიციპალურ საწარმოში “Kauno Švara”-ში შედგა, სადაც სტუმრებისთვის ქალაქ კაუნასში ნარჩენების მართვის სისტემაზე პრეზენტაცია მოეწყო. დელეგაციის წევრები დღის ბოლოს კაუნასის თავისუფალი ეკონომიკური ზონის დირექტორს შეხვდნენ.
კაუნასის მუნიციპალიტეტის შემდეგ, საქართველოს დელეგაციის წევრებმა შეხვედრა დღეს დრუსკინინის მერთან რიჩარდას მალინაუსკაისთან გამართეს.
საქართველოს დელეგაცია ლიტვაში 21 ნოემბრამდე დარჩება. 

ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაცია აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ახორციელებს პროექტს ,,კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და შერბილების ზომების ინსიტუციონალიზაცია საქართველოს რეგიონებში”. პროგრამის ფარგლებში და ლიტვის ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციის მოწვევით, საქართველოს დელეგაცია 17-21 ნოემბერს სამუშაო შეხვედრებს გამართავს ლიტვის ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციაში.


Share.

Comments are closed.