გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 7 დაურეგისტრირებელი სახერხი დალუქა

0

10431571_995046253845543_1221296943069326316_nგარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი  პრევენციულ ღონისძიებებს სხვადასხვა რეგიონებში აგრძელებს.  ხე-ტყის უკანონო ჭრის და  გადამუშავების  გამოვლენის  მიზნით, ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პრევენციული ღონისძიება სამცხე-ჯავახეთის  რეგიონში განახორციელეს. კერძოდ, აღმოჩენილი იქნა 7 დაურეგისტრირებელი სახერხი, სადაც აღმოჩენილი იქნა 30 3 უკანონო ხე-ტყე.

შედგენილი იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები, ჩამორთმეული იქნა უკანონოდ მოპოვებული მერქნული რესურსი. მასალები გადაგზავნილია შესაბამის რაიონულ  სასამართლოებში.


Share.

Comments are closed.