ბოლნისში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს მთავრობის სხდომაზე განიხილავენ

0

скачанные файлыბოლნისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ინფრასტრუქტურის სამსახურმა  საპროექტო  წინადადებები წარმოადგინა. აღნიშნული პროექტები ქალაქ ბოლნისში სანიაღვრე არხების,  საბავშვო- ბაღების, კინოთეატრისა და კულტურისა და დასვენების პარკში  არსებული ყოფილი საზაფხულო კინოთეატრის შენობის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.  წარმოდგენილი საპროექტო წინადადებები საკრებულოს მიერ მოწონებული იქრა, აქედან  ორივე კონოთეატრის საპროექტო  წინადადება რეგიონული განვითარების ფონდს გადაეგზავნება, რომელსაც მომავალ კვირას მთავრობის სხდომაზე განიხილავენ.

,,დღევანდელ სხდომაზე  სასწრაფო წესით წარმოვადგინეთ ის საპროექტო წინადადებები,  რომლებიც უნდა გადავაგზავნოთ რეგიონული განვითარების ფონდში.  საბავშვო- ბაღებისა და სანიაღვრე არხების სარეაბილიტაციოდ შესაბამისი პროექტები უკვე შევიძინეთ,  ბოლნისის კინოთეატრისა და პარკში არსებული ყოფილი საზაფხულო კინოთეატრის შენობების სრული რეაბილიტაციის საპროექტო წინადადებებს დღესვე გადავაგზავნით კანცელარიაში, რომელსაც განიხილავენ მთავრობის სხდომაზე მომავალ კვირას და საპროექტო სამუშაოების შესაძენად საჭირო თანხებს გამოგვიყოფს რეგიონული განვითარების ფონდი.  რეგიონული განვითარების ფონდში 2015 წელს  ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის  გათვალისწინებული იქნება 3 მილიონი ლარი, თუმცა ეს თანხა შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.“ – აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა კონსტანტინე კორძაძემ.

ამავე სხდომაზე დამტკიცდა  ადგილობრივ ბიუჯეტში  შეტანილი ცვლილებები, რაც სხვა და სხვა კუთხით თანხების გადაადგილებამ გამოიწვია.

Share.

Comments are closed.