ბოლნისის №1 საბავშვო ბაღში საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა

0

10754769_677965728984839_728430028_nსაბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა შემოდგომა საქართველოს კუთხეებისთვის დამახასიათებელი ტრადიციული სუფრით, სიმღერითა და ცეკვით გააცილეს. ღონისძიება ბავშვებისთვის ყველაზე საყვარელი პროცესით დასრულდა. აღსაზრდელებმა მასწავლებლებთან ერთად ჩურჩხელები ამოავლეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. პატარების მიერ წარმოთქმული თითოეული ლექსი თუ სიმღერა გულისამაჩუყებელი იყო, მათ ცოტა ხნით ბავშვობაში დაგვაბრუნეს.

„ძალიან ლამაზი ღონისძიება გამოვიდა. როგორც ნახეთ მათ უკვე კარგად იციან, რომ შემოდგომა არის ძალიან ლამაზი, უხვი და ბარაქიანი, რომელსაც თან სდევს ყველასთვის საყვარელი რთველი, თათარა, ჩურჩხელების ამოვლება და ბევრი ხილი. უფროსმა ჯგუფებმა წარმოადგინეს რაჭისა და გურიის, საშუალო ჯგუფმა კი კახეთის ტრადიციები. ყველა ბავშვმა  იმხიარულა და მგონი, არც სტუმრები დარჩენილან უკმაყოფილონი. წინ კიდევ ბევრი ლამაზი და სახალისო ზეიმი გველოდება“. –აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის №1 საბავშვო ბაღის მენეჯერმა ნინო რეხვიაშვილმა.

 

10531077_677965772318168_1159683512_n 10733582_677965972318148_934528881_n 10754963_677965818984830_2018410199_n 10755049_677965935651485_272487306_n 10805474_677965868984825_555557315_n 10811472_677965955651483_128095046_n


Share.

Comments are closed.