ბოლნისის „სიონი” სოციალურ კამპანიას – „არა ძალადობას!” შეუერთდა

0

984246_877705248906940_399871205522695641_n (1)საფეხბურთო კლუბი ბოლნისის „სიონი”, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წამოწყებულ სოციალურ კამპანიას – „არა ძალადობას!” შეუერთდა.

უწყებამ ანტიძალადობრივი კამპანია სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასა და აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით წამოიწყო, რომლის მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ოჯახში ძალადობის შესახებ და ამ პრობლემის დასაძლევად საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობის ხაზგასმაა.

„სიონი” საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის გათამაშებაზე, „ვიტ ჯორჯიას” წინააღმდეგ, სწორედ “არა ძალადობას!”-ს ფარგლებში დამზადებული სპეციალური მაისურებით წარსდგა მაყურებლის წინაშე.

შეხვედრა  „ვიტ ჯორჯიას”-ა და „სიონს” შორის ფრედ 3:3 დასრულდა.

 

1656258_877704735573658_5016726430912122524_n

10425366_877704875573644_3341625825991772426_n


Share.

Comments are closed.