ბოლნისის „სიონი’’-სა და ქუთაისის „ტორპედო’’-ს დუბლების შეხვედრა 3:1 დასრულდა

0

10799651_673398049441607_1084622168_n7 ნოემბერს, ბოლნისის თამაზ სტეფანიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე შეხვედრა გაიმართა ბოლნისის „სიონი’’-სა  და ქუთაისის  „ტორპედო’’-ს  დუბლებს შორის, რომელიც ბოლნისელთა გამარჯვებით დასრულდა. პირველი ტაიმი დაძაბულად მიმდინარეობდა,  თუმცა აშკარა უპირატესობა ,,სიონი’’-სკენ იყო,  რაც ორი ულამაზესი გოლით დაგვირგვინდა. გოლები გაიტანეს გელა ჯინჭარაშვილმა და პაპუნა მოსემღვდლიშვილმა.  მეორე ტაიმში დაძაბულობამ იმატა, „სიონი’’-ს  მეკარემ თორნიკე ორთოიძემ ქუთაისელების თერთმეტმეტრიანი აიღო, რაც მესამე გოლით  დააგვირგვინა ლაშა მანაგაძემ. სტუმრებმა შეტევა  კვლავ განაახლეს, ბოლო  87-ე წუთზე ტორპედოს მეხუთე ნომერმა გრიგოლ კუსიანიძემ ერთი გოლი „სიონი’’-ს   კარში გაიტანა.    „სიონი’’-ს  დუბლები 22 ნოემბერს გასვლით თამაშს ითამაშებენ ბათუმში ბათუმის  „დინამო’’-ს დუბლებთან


Share.

Comments are closed.