ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 123 ვაკანტური შტატია

0

vacancyსაჯარო მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად ბოლნისის მუნიციპალიტეტმა კონკურსი გამოაცხადა. ყველა ვაკანტური თანამდებობის დასახელება, სახელფასო სარგო, უფლება-მოვალეობები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები გამოქვეყნებულია საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებულ ვებ გვერდზე WWW.hr.gov.ge  კონკურსში მონაწილე მსურველ კანდიდატს შეუძლია რეგისტრაცია გაიაროს ხუთ სასურველ შტატზე. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 20 ნოემბერი. ის პირები, რომლებიც დააკმაყოფილებენ კონკურსის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს გაივლიან შესაბამის ტესტირებას, რომელიც 13-14  დეკემბერს სავარაუდოდ ბოლნისში ჩატარდება.

„ტესტირებას ბოლნისში „გამოცდების ეროვნული ცენტრი“ მას შემდეგ  ჩაატარებს, როცა  შემოსული განცხადებების საფუძველზე გვეცოდინება რამდენი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდება, პირველი იქნება საბუთების გადარჩევა, ანუ განცხადებების შესაბამისობა იმ კრიტერიუმებთან, რომელიც არის მოთხოვნილი კონკრეტულ ვაკასიებზე. მეორე ეტაპი ტესტირებაა, ხოლო მესამე გასაუბრება, რომელსაც სპეციალურად დაკომპლექტებული კომისია ჩაატარებს. კონკურსის საფუძველზე ახალ წლამდე კანონით გათვალისწინებულ ჩარჩოში მოხდება კადრების დაკომპლექტება“. –განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა.

საკონკურსო ტესტები 60 კითხვით განისაზღვრა. რომელიც მოიცავს კონსტიტუციას, ადგილობრივი  თვითმმართველობის კოდექსს, საჯარო სამსახურის შესახებ კანონს,  ევროპულ ქარტიას  ადგილობრივი  თვითმმართველობის შესახებ,  ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს და  ზოგად უნარ ჩვევებს.  ბარიერი  55%-ით  განისაზღვრა.


Share.

Comments are closed.