ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი სპორტული სამყაროს წარმომადგენლებს შეხვდება

0

10623650_836935759700878_4987797799624891041_oდღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში მუნიციპალიტეტის გამგებელი სპორტული საზოგადოების წარმომადგენლებსა და სპორტის ქომაგებს შეხვდება. გოგი მეშველიანი მუნიციპალიტეტში მოქმედი სპორტული სახეობების  წარმომადგენლებთან და  გულშემატკივრებთან სპორტულ სამყაროში არსებულ საკითხებზე ისაუბრებს.

როგორც მუნიციპალიტეტში აცხადებენ შეხვედრის მიზანი ბოლნისში მოქმედი სპორტის სხვადასხვა სახეობაში არსებული პრობლემების გამოკვეთა და მათი გადაჭრისათვის შესაბამისი გზების შერჩევა გახლავთ.
შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყება.

Share.

Comments are closed.