ახალი ელექტრონული მართვის სისტემა

0

eleqtonuliiiii martvaaaსაჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ელექტრონული მართვის ახალი სისტემა დანერგა. სისტემა, რომელიც კანცელარიის პროგრამის საფუძველზე შეიქმნა, სრულად მოდერნიზებული  და ახალი ფუნქციებით აღჭურვილი გახდა.

აღნიშნული ფუნქციების დახმარებით, ელექტრონულმა მართვის სისტემამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონულ საქმისწარმოება. მისი ამოქმედების შედეგად, მოქალაქეთა მომსახურების დრო კიდევ უფრო შემცირდა, თავად პროცესი კი სრულყოფილი და ეფექტური გახდა. დაიხვეწა განაცხადების მიღების, შესრულებისა და კონტროლის მექანიზმები.

პროგრამამ ვიზუალური ცვლილებებიც განიცადა.  ახალი, დამატებით შესაძლებლობები გაჩნდა თავად სააგენტოს თანამშრომლებისთვისაც. თანამშრომელს, რომელსაც მოქალაქის განაცხადზე პასუხის მომზადება ევალება, შესაბამისი ინფორმაცია სასურველ ელექტრონულ ფოსტაზე ან მობილურ ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მისდის.

2007 წელს ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვამ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმატებასა და ელექტრონული მმართველობის დანერგვაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ქაღალდის დოკუმენტების ელექტრონულით  ჩანაცვლდა, კანცელარიის პროგრამული უზრუნველყოფის საფუძველზე  მონაცემთა ერთიანი ბაზა შეიქმნა, დაიხვეწა საჭირო პროცედურები და ეფექტური გახდა, როგორც თავად კანცელარიის, ასევე მთლიანად სააგენტოს მმართველობითი საქმიანობა.

 

პროგრამის მეშვეობით სააგენტოში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საქმისწარმოება:  სარეგისტრაციო სამსახურში შემოსული წერილების აღრიცხვა, ხელმძღვანელობისთვის გადაცემა, შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში გაგზავნა, ინფორმაციის შენახვა და მოძიება ოპერატიულად ხდება,  გამარტივებულია სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვაც.

 

2010  წლიდან  სააგენტოში შექმნილი საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის დანერგვა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში დაიწყო. დღეისთვის ის  წარმატებით  ფუნქციონირებს 35-მდე სახელმწიფო ორგანიზაციაში.

 

საქმისწარმოების ელექტრონიზაციამ გაამარტივა სამთავრობო უწყებებს შორის ურთიერთობა და ხელი შეუწყო ქვეყანაში ელექტრონული მმართველობის განვითარებას.

საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის ამოქმედების შემდეგ, უწყებებში ყველა სახის კორესპონდენცია, მათ შორის მოქალაქეთა განცხადებები, ელექტრონულად  იგზავნება, რაც ადრესატამდე დოკუმენტებისოპერატიულად მიწოდებას, მათ დამუშავებას,  რეაგირებასა და კონტროლს მნიშვნელოვნად ამარტივებს.

ამას გარდა, ნებისმიერ მოქალაქეს საქმისწარმოების პროგრამის მეშვეობით, შესაძლებლობა აქვს, სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად, ელექტრონულად გააგზავნოს და მიიღოს ინფორმაცია, რომელზეც დადგენილია მომსახურების საფასური.  აღსანიშნავია ისიც, რომ მოიხსნა ტერიტორიული შეზღუდვა და ნებისმიერი ინფორმაციის მიღება მთელი ქვეყნის მასშტაბით, კონკრეტულ ქალაქსა თუ რაიონში ჩაუსვლელად არის შესაძლებელი.

 

ელექტრონული მართვის ახალი სისტემა ავტომატურად ვრცელდება ყველა იმ ორგანიზაციაზე, სადაც კანცელარიის პროგრამა მოქმედებდა.

 

პროგრამაში ჩართულია შემდეგი  ორგანიზაციები:

  • საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია 
  • საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
  1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული – ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურები
  2. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო – სამოქალაქო რეესტრის სამსახურები
  3. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო – სამხარეო სააღსრულებო ბიუროები
  4. საქართველოს პროკურატურა – რაიონული პროკურატურები
  5. სსიპ საკანონმდებლო მაცნე
  6. სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრი
  7. სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტო
  8. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი – რეგიონული არქივები
  9. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა
  10. სსიპ იუსტიციის სახლი – ტერიტორიული სახლები
  11. სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრი
  12. საზოგადოებრივი ცენტრები
  • საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
  1. სსიპ ნარკომანიის და ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკისა და პროგრამების მართვის ცენტრი
  2. სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი
  3. სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი
  4. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო – რაიონული განყოფილებები
  5. სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი
  • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
  1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო – რეგიონული მომსახურების სამსახურები და ცენტრები
  2. სსიპ  საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
  3. სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო
  • საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 
  • საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
  1. სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო
  2. სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო
  3. სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი
  4. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო
  • საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო 
  • საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო  
  • საჯარო სამსახურის ბიურო 
  • სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

 

 


Share.

Comments are closed.