ბოლნისის მუნიციპალიტეტმა ახალდარგულ ხეებზე ზრუნვა დაიწყო. პროექტ „მწვანე მომავალის” ფარგლებში წელს ბოლნისში 2000 ნერგი დაირგო. თითეულ ნერგს სპეციალური დამცავი კონსტრუქცია გაუკეთდა. განაშენიანებული ტერიტორიები შემოიღობა მართულხლართებით. ამ ეტაპზე აღნიშნულ სამუშაოებს კომუნალური მეურნეობა აწარმოებს. 2015 წლიდან კი მასზე ახლადშექმნილი გამწვანების სამსახური იზრუნებს.